პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: “საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს”

ეუთო

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, რომ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს. მისი შეფასებით, ქვეყანა ამ პოსტისთვის რელევანტურია რეგიონში არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.

მაკა ბოჭორიშვილი: “საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს”
POSTV

“საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება, საქართველოს მხრიდან ამბიციური განაცხადია, მეორე მხრივ კი, საქართველო უკვე ათწლეულებია, არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა, თუმცა, არასდროს ჰქონია ეს შესაძლებლობა, ამ რანგში წვლილი შეეტანა ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მუშაობაში”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნაციო კასისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს რეგიონში.

აქედან გამომდინარე, სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ჩვენი მხრიდან განაცხადის გაკეთება, რომ 2027 წელს თავმჯდომარე გავხდეთ და წვლილი შევიტანოთ ამ ორგანიზაციის განვითარებასა და მუშაობაში, რომელიც დაფუძნებულია დიალოგსა და კონსენსუსზე, რაც არ არის მარტივი, მით უმეტეს, ამ მოცემულობაში, როდესაც დღეს ჩვენ მსოფლიოში უფრო მეტ დაყოფას ვხედავთ, ვიდრე გაერთიანებას.

ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო იმისათვის, რომ ვიმუშაოთ ყველასთან და ვეძიოთ ის შესაძლებლობები, რომ გარკვეული თანხმობა, კონსენსუსი შედგეს ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარეობაზე.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ თავმჯდომარეობასთან ერთად. ეს თავმჯდომარეობის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია და, რა თქმა უნდა, საქართველო ამ პროცესში კონსტრუქციულად იქნება ჩართული იმისათვის, რომ ორგანიზაციის მუშაობის შემდგომ გაძლიერებაში შეიტანოს თავისი წვლილი, როგორც მონაწილე ქვეყანამ”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა - ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს
  2. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის საქართველო რელევანტურია ყველა შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს რეგიონში
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს განაცხადი აქვს გაკეთებული, რომ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს - ეს შეიძლება ამბიციური განაცხადია, თუმცა საქართველო ათწლეულებია ეუთო-ს მონაწილეა და შესაძლებლობა არასდროს ჰქონია მის მუშაობაში წვლილი შეეტანა
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისაქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს - „გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლოს უნდა მოიძებნოს“, ამბობს იგნასიო...
  5. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი – საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოერიდოს ყველა, ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები