პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი – საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოერიდოს ყველა, ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად

ეუთო

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას ყველა უნდა მოერიდოს. მისი თქმით, საქართველომ ეუთო-ს მექანიზმებთან სრული ღიაობა აჩვენა და ქვეყანას აქვს უფლება, ჰქონდეს პრეტენზია ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე.

მაკა ბოჭორიშვილი – საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოერიდოს ყველა, ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად
პირველი არხი

საქართველო ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, რომელიც ერთგულია ორგანიზაციის პრინციპების, ინსტიტუტების და ყველა გამოწვევას უდგება იმ აზრით, რომ წვლილი შევიტანოთ ამ ორგანიზაციის მუშაობაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ და ეუთო-ს თავმჯდომარე იგნაციო კასისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილს შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა მოსკოვის მექანიზმის შესახებ, რომ მარტში აღინიშნა დემოკრატიის უკან დახევა საქართველოში და ამ ანგარიშს საქართველოს საგარეო უწყებამ უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული და მიკერძოებული ანგარიში, რომლის მიზანიც იყო საქართველოს კანდიდატობის აცილება, გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, ყველა მექანიზმთან მიმართებაში, რაც კი ეუთო-ს ფარგლებში იქნა გამოყენებული, საქართველომ ღიაობა აჩვენა.

„ჩვენ ვიყავით ღია მაშინ, როდესაც ამოქმედდა ვენის მექანიზმი, ასევე, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება, გამოეყენებინათ მოსკოვის მექანიზმი, რასაც, ასევე ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების ნაწილმა დაუჭირა მხარი. საქართველომ ღირსეულად ითანამშრომლა ორგანიზაციასთან, ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ექსპერტთან. ჩვენ მათ მივეცით ყველანაირი შესაძლებლობა, ჰქონოდათ შეხვედრები, მოეძიებინათ ყველა საჭირი ინფორმაცია და გაეკეთებინათ დასკვნები არსებულ სიტუაციაზე. ჩვენ გვაქვს უფლება, თავად შევაფასოთ როგორია დასკვნები, როგორია ესა თუ ის ინსტრუმენტი ან რისთვის არის გამოყენებული. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოვერიდოთ, უნდა მოერიდოს ყველა. ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად. მნიშვნელოვანია, ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ. კიდევ ერთხელ, საქართველო ყოველთვის იყო ღია ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობისთვის და ასეთად დარჩება, მიუხედავად იმისა, ეს მუშაობა ზოგჯერ შეიძლება, იყოს უსიამოვნოც. თუმცა, ჩვენ ვართ ამ ორგანიზაციის პრინციპების ერთგული და ვართ ქვეყანა, რომელიც კონსტრუქციულად არის ჩართული ორგანიზაციის მუშაობაში, ერთ-ერთი იმ ბევრ სახელმწიფოთა შორის, რომელსაც აქვს უფლება, ასე ვთქვათ, ჰქონდეს პრეტენზია, თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის მუშაობაში, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: გვაქვს უფლება თავად შევაფასოთ ის, თუ როგორია დასკვნები, როგორია ესა თუ ის ინსტრუმენტი ან რისთვის არის ის გამოყენებული. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოერიდოს ყველა იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად
  2. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის შესახებ: “გვაქვს უფლება, თავად შევაფასოთ, თუ როგორია დასკვნები; როგორია ესა თუ ის ინსტრუმენტი ან რისთვის არის ის გამოყენებული. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოერიდოს ყველა – იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად”
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი: “საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები