მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოება, ჟენევის მოლაპარაკებები, კასისის ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე და 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, იგნასიო კასისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება ასევე გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხარეს, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას, ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის, ეუთო-ს თანათავმჯდომარეობას. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო-ს ფარგლებში ეკონომიკურ განზომილებაზე, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე და საქართველოს როლზე დაკავშირებადობის თვალსაზრისით.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურის წარდგენას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა - ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს
მაკა ბოჭორიშვილი – ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის საქართველო რელევანტურია ყველა შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს რეგიონში
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს განაცხადი აქვს გაკეთებული, რომ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს - ეს შეიძლება ამბიციური განაცხადია, თუმცა საქართველო ათწლეულებია ეუთო-ს მონაწილეა და შესაძლებლობა არასდროს ჰქონია მის მუშაობაში წვლილი შეეტანა
მაკა ბოჭორიშვილი: “საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს”
საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს - „გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლოს უნდა მოიძებნოს“, ამბობს იგნასიო...
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…