პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეუთო-ს თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს - რამდენიმე კვირის შემდეგ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გელით და მოგესალმებით ლუგანოში ისე თბილად, როგორც თქვენ მიმიღეთ დღეს

ეუთო

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე იგნასიო კასისი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა და განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში მას ლუგანოში, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ელის. კასისმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს პრემიერ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

ეუთო-ს თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს - რამდენიმე კვირის შემდეგ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გელით და მოგესალმებით ლუგანოში ისე თბილად, როგორც თქვენ მიმიღეთ დღეს
ინტერპრესნიუსი

დღეს მოგვიანებით შევხდები პრემიერს, ირაკლი კობახიძეს - საგარეო საქმეთა მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ლუგანოში, რამდენიმე კვირის შემდეგ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გელით და მოგესალმებით ლუგანოში ისე თბილად, როგორც თქვენ მიმიღეთ დღეს,- ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იგნასიო კასისმა საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა პროგრესის მიღწევა და შემდეგ ეტაპზე გადასვლა.

„მე დღეს მოგვიანებით შევხდები პრემიერს, ირაკლი კობახიძეს. საქართველოს და შვეიცარიას აქვთ საერთო მეგობრობის და ორმხრივი ნდობის ხანგრძლივი ისტორია. მომავალ წელს ჩვენ ვიზეიმებთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წელს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი პარტნიორობის, რომელსაც მაღალ შეფასებას ვაძლევ.

ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ ძლიერი კავშირები ათწლეულების განმავლობაში, არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური. მრავალი კავშირი დამყარდა ხალხებს შორის.

დღეს საუბრის თემა იყო მივაღწიოთ პროგრესს და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე.

ვაჭრობა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ. საქართველოს ექსპორტმა შვეიცარიაში გადააჭარბა 100 მილიონ დოლარს. შვეიცარიის ექსპორტმა 190 მილიონს მიაღწია. ეს არ გახლავთ უზარმაზარი ციფრები, მაგრამ უზარმაზარ პოტენციალს ვხედავთ დავაშენოთ არსებული კავშირები, კიდევ უფრო დავაახლოოთ ქვეყნები.

მეორე ელემენტია ნდობა. ის ჩვენი ურთიერთობის ცენტრშია. ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება ნდობის არის შვეიცარიის როლი საქართველოს ინტერესების წარმოდგენისა რუსეთის ფედერაციაში. ეს პასუხისმგებლობა ავიღეთ 2009 წლიდან. მრავალი წელია, ეს ასახავს ნდობას ჩვენს ორ ქვეყანას შორის“,- აღნიშნა კასისმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. პირველი არხისამთავრობოიგნაციო კასისი – შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და ელოდება ამ კავშირების გაძლიერებას, ველოდებით მაკა ბოჭორიშვილს ლუგანოში, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე
  2. რუსთავი 2სამთავრობოეუთოც და შვეიცარიაც მაღალ შეფასებას აძლევს პარტნიორობას საქართველოსთან და ელის მომავალში ამ კავშირების გაძლიერებას - იგნაციო კასისი
  3. POSTVსამთავრობოიგნაციო კასისი: “შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და მომავალში ელის ამ კავშირების გაძლიერებას”
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები