პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

ეუთო

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი 16 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა. საელჩოს ცნობით, ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება, სადაც რეგიონულ უსაფრთხოებასა და ჟენევის მოლაპარაკებებს განიხილავენ.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა
რუსთავი 2

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 16 ოქტომბერს ეწვევა და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში მხარეები რეგიონული უსაფრთხოებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგს განიხილავენ.

"შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, იგნაციო კასისი საქართველოს 16 ოქტომბერს ეწვევა.

ბატონი კასისი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს.

გაეროსა და ევროკავშირთან ერთად, ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა. მოლაპარაკებების მიზანია რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობა," - აღნიშნულია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლუკა ჩლაიძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოშვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს თავმჯდომარე, იგნაციო კასისი 16 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები