ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იგნაციო კასისი – შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და ელოდება ამ კავშირების გაძლიერებას, ველოდებით მაკა ბოჭორიშვილს ლუგანოში, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე

ეუთო

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი იგნაციო კასისი აცხადებს, რომ შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და მაკა ბოჭორიშვილს ლუგანოში, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ელოდება.

იგნაციო კასისი – შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და ელოდება ამ კავშირების გაძლიერებას, ველოდებით მაკა ბოჭორიშვილს ლუგანოში, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე
იგნაციო კასისი – შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და ელოდება ამ კავშირების გაძლიერებას, ველოდებით მაკა ბოჭორიშვილს ლუგანოში, მინისტრთა საბჭოს სხდომაზეპირველი არხი

საქართველოს და შვეიცარიას აქვთ საერთო მეგობრობისა და ორმხრივი ნდობის ხანგრძლივი ისტორია, მომავალ წელს ვიზეიმებთ დიპლომატიური ურთიერთობების 35 წელს, ეს ჩვენი პარტნიორობის სერიოზული, მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელსაც მაღალ შეფასებას ვაძლევ, – ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, იგნაციო კასისიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ნდობა.

„ჩემთვის პირველი ოფიციალური ვიზიტია თბილისში ჩემი ორივე თანამდებობის თვალსაზრისით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დღეს, მოგვიანებით მე შევხვდები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. საქართველოს და შვეიცარიას აქვთ საერთო მეგობრობისა და ორმხრივი ნდობის ხანგრძლივი ისტორია. მომავალ წელს ჩვენ ვიზეიმებთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წელს, ეს ჩვენი პარტნიორობის სერიოზული, მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელსაც მაღალ შეფასებას ვაძლევ. ჩვენ ქვეყნებს ათწლეულების განმავლობაში აქვთ ძლიერი კავშირები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკურიც. მრავალი კავშირი დამყარდა ჩვენ ხალხებს შორის. ჩვენ მზად ვართ, მივაღწიოთ პროგრესს და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ვაჭრობა გახლავთ ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველოს ექსპორტმა შვეიცარიაში გადააჭარბა 100 მლნ დოლარს და შვეიცარიის ექსპორტმა 190 მლნ-ს მიაღწია. ეს არ გახლავთ უზარმაზარი ციფრები, მაგრამ ვხედავთ უზარმაზარ პოტენციალს, რომ დავაშენოთ არსებულ კავშირებს და კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ქვეყნები.

მეორე ელემენტი გახლავთ ნდობა. ის არის ჩვენი ურთიერთობის ცენტრში. ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება ამ ნდობის, ეს არის შვეიცარიის როლი რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესების წარმოდგენის. ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღეთ 2009 წლიდან. უკვე მრავალი წელია, ეს ასახავს ნდობას ჩვენ ორ ქვეყანას შორის“, – აღნიშნა კასისიმ.

მისივე თქმით, ეუთო-ს ღირებულებაა, რომ ყველა მონაწილე ერთი მაგიდის გარშემო იჯდეს, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა.

„ჩვენ ასევე აღვნიშნეთ უსაფრთხოების სიტუაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მინდა შეგახსენოთ, გუშინ ჩამოვედი სომხეთიდან და აგვისტოს მეორე კვირას ვიყავი ვიზიტით აზერბაიჯანში. უსაფრთხოების სიტუაცია და ფართე გამოწვევები, რომლებიც დგას ამ რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, გახლავთ ცენტრალური საკითხი ჩვენი განხილვის. როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ვიაზრებ იმ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც დგას ევროპული კონტინენტის წინაშე. ანუ მსოფლიო, შეიძლება ითქვას, ამოტრიალდა და უსაფრთხოება არ არის უკვე უზრუნველყოფილი ისე, როგორც 10 წლის წინ გვჯეროდა. ომი დაბრუნდა ევროპაში, ნდობას ძირი გამოეთხარა და შემდგომი ფრაგმენტაციისა და კონფრონტაციის რისკი რჩება მაღალი. მრავალმხრივი გარემო, რომლისაც ორივეს გვწამს, გვაძლევს ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს. შესაბამისად, ეუთო-ს ღირებულება გახლავთ, რომ ყველა მონაწილე ერთი მაგიდის გარშემო ზის, იმისდა მიუხედავად, რომ შეიძლება, განსხვავებული პოზიციები ჰქონდეთ. განსაკუთრებით ეს ქვეყნები უნდა იყოს ყურადღების ცენტრში და ეს შესაძლებელი უნდა იყოს ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, რომელიც წევრებს შორის არსებობს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ეუთო. დიალოგი გახლავთ საჭირო ინსტრუმენტი დაძაბულობასთან ბრძოლაში და წინსვლის გზებისთვის.

ნამდვილი დიალოგი ხდება, როდესაც ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, ყველა ზის თავის ადგილას და მზად არიან, ერთმანეთს მოუსმინონ. ეს გახლავთ ძალიან კონკრეტულად გამოხატული საქართველოში. ჩვენ ვიხილავთ ეუთო-ს როლს და წვლილს უსაფრთხოების ყველა განზომილებაში, განსაკუთრებით, ჩემი სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში GID-ში. შვეიცარია ერთგულია მშვიდობის, ჩამოყალიბების, შერიგების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების, საბოლოოდ, ჩვენ ასევე განვიხილეთ ღირებულებები და პრინციპები, რომელმაც გაგვაერთიანა ეუთო-ს ოჯახში. შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და ელოდება მომავალში ამ კავშირების გაძლიერებას. მინისტრო, ძვირფასო მეგობარო მაკა, რამდენიმე კვირის შემდეგ ლუგანოში, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გელოდებით. ისევე თბილად მოგესალმებით ლუგანოში, როგორც თქვენ მიმიღეთ დღეს“, – აღნიშნა კასისიმ.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩემთვის პირველი ოფიციალური ვიზიტია თბილისში ჩემი ორივე თანამდებობის თვალსაზრისით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დღეს, მოგვიანებით მე შევხვდები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. საქართველოს და შვეიცარიას აქვთ საერთო მეგობრობისა და ორმხრივი ნდობის ხანგრძლივი ისტორია. მომავალ წელს ჩვენ ვიზეიმებთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წელს, ეს ჩვენი პარტნიორობის სერიოზული, მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელსაც მაღალ შეფასებას ვაძლევ. ჩვენ ქვეყნებს ათწლეულების განმავლობაში აქვთ ძლიერი კავშირები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკურიც. მრავალი კავშირი დამყარდა ჩვენ ხალხებს შორის. ჩვენ მზად ვართ, მივაღწიოთ პროგრესს და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ვაჭრობა გახლავთ ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველოს ექსპორტმა შვეიცარიაში გადააჭარბა 100 მლნ დოლარს და შვეიცარიის ექსპორტმა 190 მლნ-ს მიაღწია. ეს არ გახლავთ უზარმაზარი ციფრები, მაგრამ ვხედავთ უზარმაზარ პოტენციალს, რომ დავაშენოთ არსებულ კავშირებს და კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ქვეყნები. მეორე ელემენტი გახლავთ ნდობა. ის არის ჩვენი ურთიერთობის ცენტრში. ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება ამ ნდობის, ეს არის შვეიცარიის როლი რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესების წარმოდგენის. ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღეთ 2009 წლიდან. უკვე მრავალი წელია, ეს ასახავს ნდობას ჩვენ ორ ქვეყანას შორის“
„ჩვენ ასევე აღვნიშნეთ უსაფრთხოების სიტუაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მინდა შეგახსენოთ, გუშინ ჩამოვედი სომხეთიდან და აგვისტოს მეორე კვირას ვიყავი ვიზიტით აზერბაიჯანში. უსაფრთხოების სიტუაცია და ფართე გამოწვევები, რომლებიც დგას ამ რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, გახლავთ ცენტრალური საკითხი ჩვენი განხილვის. როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ვიაზრებ იმ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც დგას ევროპული კონტინენტის წინაშე. ანუ მსოფლიო, შეიძლება ითქვას, ამოტრიალდა და უსაფრთხოება არ არის უკვე უზრუნველყოფილი ისე, როგორც 10 წლის წინ გვჯეროდა. ომი დაბრუნდა ევროპაში, ნდობას ძირი გამოეთხარა და შემდგომი ფრაგმენტაციისა და კონფრონტაციის რისკი რჩება მაღალი. მრავალმხრივი გარემო, რომლისაც ორივეს გვწამს, გვაძლევს ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს. შესაბამისად, ეუთო-ს ღირებულება გახლავთ, რომ ყველა მონაწილე ერთი მაგიდის გარშემო ზის, იმისდა მიუხედავად, რომ შეიძლება, განსხვავებული პოზიციები ჰქონდეთ. განსაკუთრებით ეს ქვეყნები უნდა იყოს ყურადღების ცენტრში და ეს შესაძლებელი უნდა იყოს ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, რომელიც წევრებს შორის არსებობს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ეუთო. დიალოგი გახლავთ საჭირო ინსტრუმენტი დაძაბულობასთან ბრძოლაში და წინსვლის გზებისთვის. ნამდვილი დიალოგი ხდება, როდესაც ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, ყველა ზის თავის ადგილას და მზად არიან, ერთმანეთს მოუსმინონ. ეს გახლავთ ძალიან კონკრეტულად გამოხატული საქართველოში. ჩვენ ვიხილავთ ეუთო-ს როლს და წვლილს უსაფრთხოების ყველა განზომილებაში, განსაკუთრებით, ჩემი სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში GID-ში. შვეიცარია ერთგულია მშვიდობის, ჩამოყალიბების, შერიგების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების, საბოლოოდ, ჩვენ ასევე განვიხილეთ ღირებულებები და პრინციპები, რომელმაც გაგვაერთიანა ეუთო-ს ოჯახში. შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და ელოდება მომავალში ამ კავშირების გაძლიერებას. მინისტრო, ძვირფასო მეგობარო მაკა, რამდენიმე კვირის შემდეგ ლუგანოში, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გელოდებით. ისევე თბილად მოგესალმებით ლუგანოში, როგორც თქვენ მიმიღეთ დღეს“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს თავმჯდომარე, იგნაციო კასისი 16 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები