ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ეუთო-ს თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და საპარლამენტო კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციას მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა შვეიცარიის, როგორც მედიატორის მნიშვნელოვანი როლი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში.
საუბარი ასევე შეეხო ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იგნასიო კასისის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ოქტომბერში იგეგმება. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ეუთო-ს კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან მონაწილე სახელმწიფოდ, რომელიც მხარს უჭერს დიალოგს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
შეხვედრას, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა
- იმედინიუსისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა
- ინტერპრესნიუსიმთავრობის ადმინისტრაცია - ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა, საუბარი შეეხო ვიზიტს საქართველოში, რომელიც ოქტომბერში იგეგმება
- POSTVსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
- რუსთავი 2პრემიერი: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
- POSTVირაკლი კობახიძე: „შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო
- რადიო თავისუფლებაირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განვიხილეთ სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, მათ შორის რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის საკითხები - იგნასიო კასისი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…