იგნაციო კასისი: “შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და მომავალში ელის ამ კავშირების გაძლიერებას”
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგნაციო კასისის განცხადებით, ევროპაში ომი დაბრუნდა, მსოფლიო ამოტრიალდა და კონფრონტაციის რისკი მაღალია. მან თბილისში მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ბრიფინგზე ორმხრივ ნდობასა და სავაჭრო კავშირების გაძლიერებაზეც გაამახვილა ყურადღება.

“ეს ჩემთვის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. დღეს შევხვდები პრემიერ-მინისტრს.
საქართველოსა და შვეიცარიას აქვთ მეგობრობისა და ორმხრივი ნდობის ხანგრძლივი ისტორია. მომავალ წელს ვიზეიმებთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წელს. ჩვენ მზად ვართ, მივაღწიოთ პროგრესს და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე”, – განაცხადა ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
„შვეიცარიაში საქართველოს ექსპორტმა გადააჭარბა 100 მილიონ დოლარს, შვეიცარიის ექსპორტმა კი 190 მილიონს მიაღწია. ვხედავთ უზარმაზარ პოტენციალს, რომ დავაშენოთ არსებულ კავშირებს და კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ქვეყნები.
მეორე ელემენტი გახლავთ ნდობა, რომელიც ჩვენი ურთიერთობის ცენტრშია. ამის ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება გახლავთ შვეიცარიის როლი საქართველოს ინტერესების წარმოდგენისა რუსეთის ფედერაციაში. ეს პასუხისმგებლობა ჩვენ 2009 წლიდან ავიღეთ და ასახავს ორ ქვეყანას შორის ნდობას.
მე მინდა შეგახსენოთ, რომ სომხეთიდან ჩამოვედი გუშინ. აგვისტოს მეორე ნახევარში აზერბაიჯანში ვიყავი. ამ რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები გახლავთ ჩვენი განხილვის ცენტრალური საკითხი. როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ვიაზრებ იმ სერიოზულ გამოწვევებს, რომელიც ევროპის კონტინენტის წინაშე დგას.
შეიძლება ითქვას, მსოფლიო ამოტრიალდა და უსაფრთხოება აღარ არის უზრუნველყოფილი ისე, როგორც ეს იყო წლების წინ. ომი დაბრუნდა ევროპაში, ნდობას ძირი გამოეთხარა და შემდგომი კონფრონტაციის რისკი მაღალი რჩება.
მრავალმხრივი გარემო, რომლისაც ორივეს გვწამს, გვაძლევს ტრანსფორმაციის შესაძლებლობას და ეუთო-ს ღირებულება გახლავთ ის, რომ ყველა მონაწილე ერთი მაგიდის გარშემო ზის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პოზიციები განსხვავებული იყოს.
დიალოგი გახლავთ საჭირო ინსტრუმენტი დაძაბულობასთან ბრძოლაში და წინსვლის გზებისთვის. ნამდვილი დიალოგი მაშინ მიიღწევა, როდესაც ყველა მზადაა, ერთმანეთს მოუსმინოს და ეს გახლავთ ძალიან კონკრეტულად გამოხატული საქართველოში. ჩვენ ვიხილავთ ეუთო-ს როლს და მის წვლილს უსაფრთხოების ყველა განზომილებაში.
შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და მომავალში ელის ამ კავშირების გაძლიერებას.
ქალბატონო მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, რამდენიმე კვირის შემდეგ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გელით და მოგესალმებით ისევე თბილად, როგორც თქვენ დღეს მიმიღეთ“, – განაცხადა კასისმა.
ციტატები სტატიიდან
„ეს ჩემთვის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. დღეს შევხვდები პრემიერ-მინისტრს. საქართველოსა და შვეიცარიას აქვთ მეგობრობისა და ორმხრივი ნდობის ხანგრძლივი ისტორია. მომავალ წელს ვიზეიმებთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წელს. ჩვენ მზად ვართ, მივაღწიოთ პროგრესს და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე“
„შვეიცარიაში საქართველოს ექსპორტმა გადააჭარბა 100 მილიონ დოლარს, შვეიცარიის ექსპორტმა კი 190 მილიონს მიაღწია. ვხედავთ უზარმაზარ პოტენციალს, რომ დავაშენოთ არსებულ კავშირებს და კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ქვეყნები. მეორე ელემენტი გახლავთ ნდობა, რომელიც ჩვენი ურთიერთობის ცენტრშია. ამის ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება გახლავთ შვეიცარიის როლი საქართველოს ინტერესების წარმოდგენისა რუსეთის ფედერაციაში. ეს პასუხისმგებლობა ჩვენ 2009 წლიდან ავიღეთ და ასახავს ორ ქვეყანას შორის ნდობას. მე მინდა შეგახსენოთ, რომ სომხეთიდან ჩამოვედი გუშინ. აგვისტოს მეორე ნახევარში აზერბაიჯანში ვიყავი. ამ რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები გახლავთ ჩვენი განხილვის ცენტრალური საკითხი. როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ვიაზრებ იმ სერიოზულ გამოწვევებს, რომელიც ევროპის კონტინენტის წინაშე დგას. შეიძლება ითქვას, მსოფლიო ამოტრიალდა და უსაფრთხოება აღარ არის უზრუნველყოფილი ისე, როგორც ეს იყო წლების წინ. ომი დაბრუნდა ევროპაში, ნდობას ძირი გამოეთხარა და შემდგომი კონფრონტაციის რისკი მაღალი რჩება. მრავალმხრივი გარემო, რომლისაც ორივეს გვწამს, გვაძლევს ტრანსფორმაციის შესაძლებლობას და ეუთო-ს ღირებულება გახლავთ ის, რომ ყველა მონაწილე ერთი მაგიდის გარშემო ზის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პოზიციები განსხვავებული იყოს. დიალოგი გახლავთ საჭირო ინსტრუმენტი დაძაბულობასთან ბრძოლაში და წინსვლის გზებისთვის. ნამდვილი დიალოგი მაშინ მიიღწევა, როდესაც ყველა მზადაა, ერთმანეთს მოუსმინოს და ეს გახლავთ ძალიან კონკრეტულად გამოხატული საქართველოში. ჩვენ ვიხილავთ ეუთო-ს როლს და მის წვლილს უსაფრთხოების ყველა განზომილებაში. შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და მომავალში ელის ამ კავშირების გაძლიერებას. ქალბატონო მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, რამდენიმე კვირის შემდეგ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გელით და მოგესალმებით ისევე თბილად, როგორც თქვენ დღეს მიმიღეთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.