პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები…“- ახალი დეტალები ვატო ყიფიანის, „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა; მათ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. უწყების ცნობით, ისინი 14 ოქტომბერს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს.

„პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები…“- ახალი დეტალები ვატო ყიფიანის, „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ
ალია

ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ მათ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია, იგივე ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. ️

დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი გუშინ დააკავეს. მათი გვარები წარსულში არაერთხელ ფიგურირებდა გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებში.

იმ რესტორანში, სადაც ინციდენტი მოხდა, ამბობენ, რომ მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობენ.

„პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები, მეტი არაფერი ვიცი. რა წაიღეს არ ვიცი…“ – განუცხადა „კურიერს“ რესტორნის თანამშრომელმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიადვოკატის ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებით სარგებლობენ
  3. რუსთავი 2სამთავრობო"პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები" - რა დეტალები გაარკვია "კურიერმა" ვატო ყიფიანის, "კაწროსა" და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ​
  4. რუსთავი 2სამთავრობოვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
  5. ფორმულაოპოზიციურივატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
  6. რუსთავი 2სამთავრობო"დაგვეთანხმა სასამართლო, რომ არსებობდა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე" - პროკურორი ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულებზე
  7. ალიაოპოზიციურივატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
  8. რუსთავი 2სამთავრობოვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ - რას ამბობენ რესტორანში სადაც ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა მოქალაქეზე იძალადეს და როგორია დაცვის მხარის არგუმენტები
  9. Facebookვინ არის ვატო ყიფიანი?
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები, მეტი არაფერი ვიცი. რა წაიღეს არ ვიცი…“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვატო ყიფიანის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ყიფიანი ქალაქგარეთ იმყოფებოდა და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები