"დაგვეთანხმა სასამართლო, რომ არსებობდა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე" - პროკურორი ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულებზე
ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს - იგივე "კაწროს" და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
გადაწყვეტილების შემდეგ კომენტარი გააკეთა ბრალდების მხარემ. პროკურორის, ვახტანგ ხარებაშვილის თქმით, დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
"საქალაქო სასამართლოს მიერ, სრულად დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. დაგვეთანხმა სასამართლო, რომ არსებობდა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, გამოძიებისთვის ხელის შეშლის და მიმალვის საფრთხე, ამიტომ, გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.
მოხდა მცირე სიტყვიერი შელაპარაკება და ბრალდებულებმა დაზარალებულზე იძალადეს. გამოძიება დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე დაიწყო," - განაცხადა პროკურორმა, ვახტანგ ხარებაშვილმა.
მედიასთან კომენტარი გააკეთა ადვოკატმა, თამარ აბესაძემ.
"მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესს ვითვალისწინებ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ იმედგაცრუებულიც არ ვართ. დუმილის უფლებას დაარღვევს თუ არ დაარღვევს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მისი დაკავება არსებითი განხილვის კატეგორიაა და არსებითად უნდა მოხდეს მისი შეფასება და გადაანალიზება," - აცხადებს ადვოკატი, თამარ აბესაძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიავატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
ადვოკატის ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებით სარგებლობენ
"პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები" - რა დეტალები გაარკვია "კურიერმა" ვატო ყიფიანის, "კაწროსა" და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ
„პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები…“- ახალი დეტალები ვატო ყიფიანის, „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ - რას ამბობენ რესტორანში სადაც ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა მოქალაქეზე იძალადეს და როგორია დაცვის მხარის არგუმენტები
- ვინ არის ვატო ყიფიანი?
ციტატები სტატიიდან
„საქალაქო სასამართლოს მიერ, სრულად დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. დაგვეთანხმა სასამართლო, რომ არსებობდა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, გამოძიებისთვის ხელის შეშლის და მიმალვის საფრთხე, ამიტომ, გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მოხდა მცირე სიტყვიერი შელაპარაკება და ბრალდებულებმა დაზარალებულზე იძალადეს. გამოძიება დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე დაიწყო,“
„მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესს ვითვალისწინებ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ იმედგაცრუებულიც არ ვართ. დუმილის უფლებას დაარღვევს თუ არ დაარღვევს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მისი დაკავება არსებითი განხილვის კატეგორიაა და არსებითად უნდა მოხდეს მისი შეფასება და გადაანალიზება,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…