ადვოკატის ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებით სარგებლობენ
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებით სარგებლობენ. პროკურატურა სამივე მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, რაზეც სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო, დუმილის უფლებით სარგებლობენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მათმა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა.
დუმილის უფლებით სარგებლობს მესამე დაკავებულიც - შოთა ყიფიანიც.
როგორც მათი ადვოკატი აცხადებს, დაკავებულების პოზიციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
სამივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა სამივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიავატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
"პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები" - რა დეტალები გაარკვია "კურიერმა" ვატო ყიფიანის, "კაწროსა" და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ
„პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები…“- ახალი დეტალები ვატო ყიფიანის, „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
"დაგვეთანხმა სასამართლო, რომ არსებობდა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე" - პროკურორი ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულებზე
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ - რას ამბობენ რესტორანში სადაც ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა მოქალაქეზე იძალადეს და როგორია დაცვის მხარის არგუმენტები
- ვინ არის ვატო ყიფიანი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…