"პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები" - რა დეტალები გაარკვია "კურიერმა" ვატო ყიფიანის, "კაწროსა" და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილისა და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურის ცნობით, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების გამო ბრალდებულებს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ მათ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია, იგივე ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. ️დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი გუშინ დააკავეს. მათი გვარები წარსულში არაერთხელ ფიგურირებდა გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებში.
"კურიერი" მომხდართან დაკავშირებით იმ რესტორანში იმყოფებოდა, სადაც ინციდენტი მოხდა, თუმცა თანამშრომლები ამბობენ, რომ მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობენ.
"პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები, მეტი არაფერი ვიცი. რა წაიღეს არ ვიცი..." - განუცხადა "კურიერს" რესტორნის თანამშრომელმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიავატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
ადვოკატის ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებით სარგებლობენ
„პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები…“- ახალი დეტალები ვატო ყიფიანის, „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
"დაგვეთანხმა სასამართლო, რომ არსებობდა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე" - პროკურორი ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულებზე
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ - რას ამბობენ რესტორანში სადაც ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა მოქალაქეზე იძალადეს და როგორია დაცვის მხარის არგუმენტები
- ვინ არის ვატო ყიფიანი?
ციტატები სტატიიდან
„პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები, მეტი არაფერი ვიცი. რა წაიღეს არ ვიცი...“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…