პრემიერი: ერევანში გამართულ ბიომრავალფეროვნების ლიდერთა სამიტზე ყურადღება გავამახვილე საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერევნის ბიომრავალფეროვნების ლიდერთა სამიტზე მან საქართველოს ბუნებრივ მემკვიდრეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიზანია ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად იქცეს.

ერევანში გამართულ ბიომრავალფეროვნების ლიდერთა სამიტზე ყურადღება გავამახვილე საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად აქციოს.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი მზადყოფნა, დავიცვათ ეკოსისტემები და ხელი შევუწყოთ მდგრად განვითარებას. ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.