პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე - გასულ ათწლეულში, ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე განხორციელდა, ხოლო 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, სამუშაოები 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ - მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოშია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასულ ათწლეულში ტყის აღდგენა 7 000 ჰექტარზე ჩატარდა, ხოლო 2030 წლისთვის მიზანია სამუშაოების სულ მცირე 20 000 ჰექტარზე განხორციელება. COP17-ის სამიტზე მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ბიომრავალფეროვნებასა და ბუნებრივი რესურსების დაცვაზე.

ირაკლი კობახიძე - გასულ ათწლეულში, ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე განხორციელდა, ხოლო 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, სამუშაოები 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ - მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოშია
ინტერპრესნიუსი

ჩვენი საქმიანობა მხოლოდ დაცული ტერიტორიებით არ შემოიფარგლება. გასული ათწლეულის განმავლობაში ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, ხოლო 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, მსგავსი სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ. მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური სახეობების აღდგენის მიმართულებითაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოსთვის ბიომრავალფეროვნება განუყოფლად არის დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, კულტურულ იდენტობასა და სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებთან და ქვეყანა, როგორც ღვინის სამშობლო, გამოირჩევა მეღვინეობის 8 000-წლიანი ისტორიით.

„ექვსი პრიორიტეტული სახეობის აღდგენის ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს ბუნების დაცვის მიმართულებით თანმიმდევრული და გრძელვადიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. საქართველოსთვის ბიომრავალფეროვნება განუყოფლად არის დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, კულტურულ იდენტობასა და სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებთან. საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, გამოირჩევა მეღვინეობის 8 000-წლიანი ისტორიით, რაც არქეოლოგიური მტკიცებულებებით დასტურდება, საქართველო გამორჩეულია ვაზის 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშის მრავალფეროვნებითა და ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი მეთოდით, რომელიც იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოში ხორბლის მოყვანის უძველესი ტრადიცია. მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოში გვხვდება, მათ შორის ხუთი ენდემური სახეობაა. ქართული ხორბლის კულტურა, რომელიც 2025 წელს იუნესკომ აღიარა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას, ტრადიციულ ცოდნასა და თაობების საარსებო წყაროებს შორის არსებულ მჭიდრო და უწყვეტ კავშირს.

საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობა კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ჯანსაღი ეკოსისტემები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, უზრუნველყოფს წყლის რესურსების დაცვას, იზიდავს ვიზიტორებს და მცირე ბიზნესს განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს უქმნის. შესაბამისად, მათი დაცვა მხოლოდ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა კი არ არის, არამედ ინვესტიციაა ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და გრძელვადიან კეთილდღეობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, რესურსების მობილიზება და გამოცდილების გაზიარება აუცილებელია ბიომრავალფეროვნების ეფექტიანი და მდგრადი დაცვის უზრუნველსაყოფად.

მისივე თქმით, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბუნების დაცვის სფეროში აღებული ვალდებულებების პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნაში.

“2030 წლის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში გლობალურად აღებული ვალდებულებების კონკრეტულ და გრძელვადიან მიღწევებად გარდაქმნა. ეს სამიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ერთობლივი მზადყოფნა კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს მიზნების მისაღწევად და ახალი იმპულსი მივცეთ მათ განხორციელებას. საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

13 სტატია
სამთავრობო 13
  1. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება, საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან
  3. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: გასული ათწლეულის განმავლობაში ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, ხოლო 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, მსგავსი სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ, მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური სახეობების აღდგენის მიმართულებითაც
  4. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან
  5. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – საქართველო ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება და უზრუნველვყოთ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება
  6. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ, პროგრესს ვაღწევთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური სახეობების აღდგენის მიმართულებით
  7. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან“
  8. POSTVსამთავრობოპრემიერ-მინისტრი: „საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება. საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს“
  9. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: “გასული ათწლეულის განმავლობაში ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, ხოლო 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, მსგავსი სამუშაოები, სულ მცირე, 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ. მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური სახეობების აღდგენის მიმართულებითაც”
  10. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ერევანში ყურადღება გავამახვილე საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ
  11. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ერევანში გამართულ ბიომრავალფეროვნების ლიდერთა სამიტზე ყურადღება გავამახვილე საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე. ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ
  12. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: ერევანში გამართულ ბიომრავალფეროვნების ლიდერთა სამიტზე ყურადღება გავამახვილე საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ
  13. რუსთავი 2სამთავრობობიომრავალფეროვნების დაცვა, ეკონომიკური ზრდა და ორმხრივი შეხვედრები ერევანში - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს კონფერენციას დაესწრო
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს, ჩვენი პრიორიტეტია, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები