ბიომრავალფეროვნების დაცვა, ეკონომიკური ზრდა და ორმხრივი შეხვედრები ერევანში - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს კონფერენციას დაესწრო
ერევანში გაეროს ბიომრავალფეროვნების სამიტზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2030 წლისთვის დაცული ტერიტორიების ფართობის 30 პროცენტამდე გაზრდას გეგმავს. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ირანის პრეზიდენტსა და იუნესკოს ხელმძღვანელსაც შეხვდა.
ბიომრავალფეროვნება - გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონფერენციის მონაწილეები ერევანში ერთი მიზნით შეიკრიბნენ.
გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ლიდერების ინტერესი ბუნების დაცვა, საერთო პასუხისმგებლობის გაძლიერება, კონვენციის ფორმატში აღებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება და საბოლოო შედეგის მიღწევაა. ბიომრავალფეროვნების მხრივ საქართველო რომ კავკასიის რეგიონში გამორჩეულია, სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, ამას ბუნებრივი მემკვიდრეობის არაერთი სახეობის საერთაშორისოდ აღიარება და იუნესკოს ნუსხაც ადასტურებს.
მეტი პოლიტიკური ნება და მეტი სისწრაფე - მთავარი გზავნილი ლიდერთა სამიტიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გააჟღერა. ანტონიო გუტიერეშის თქმით, კრიზისის გამომწვევი კლიმატური ქაოსია, საუკეთესო პრევენცია კი დროული მოქმედება. ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობაზე კონფერენციის მონაწილეებს მასპინძელი ქვეყნის-სომხეთის პრემიერ მინისტრმაც მიმართა.
ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება, მოვლა და პოტენციალის სრულად გამოყენება მხოლოდ ბიომრავალფეროვნების დაცვას არ ემსახურება და დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკასთან. დაცული ბუნება ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ეკონომიკური ზრდა კი თანაბრად უნდა აისახოს, როგორც სოფლის ასევე მთიანი რეგიონების მოსახლეობაზე, რომელთა რესურსიც ძირითადად სწორედ ბუნებაზეა დამოკიდებული.
გაეროს კონფერენციის ამოცანა მთავრობების დახმარება და იმ ვალდებულებების შესრულებაში მხარდაჭერაა, რომლებსაც სახელმწიფოები სხვადასხვა ხელშეკრულებებით იღებენ. საქართველოს ამ მხრივ პოზიტიური შედეგები აქვს. სამომავლო პრიორიტეტებიც განსაზღვრულია. საქართველო 2030 წლისთვის დაცული ტერიტორიების ფართობის 30 პროცენტამდე ზრდას გეგმავს, ამასთან კიდევ ერთხელ იღებს ვალდებულებას, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პარალელურად პრიორიტეტებში ბიომრავალფეროვნების დაცვა უცვლელი დარჩება.
ერევანში გამართული გაეროს კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა. ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები რეგიონში არსებულ ვითარება, ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობა და ტურიზმის განვითარება იყო.ირანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრემიერმა სოციალურ ქსელშიც დაადასტურა რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარების მხარდაჭერა. დღესვე ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა ორგანიზაციის როლზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევე ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე შეხვედრის დასასრულს კი იუნესკოს გენერალური დირექტორი საქართველოში მოიწვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად ერევანში გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მე-17 კონფერენციაზე დასასწრებად გუშინ გაემგზავრა. მთავრობის მეთაური კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. დღეს დილიდან კი 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ლიდერთა სამიტში მიიღო მონაწილეობა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
13 სტატიაპრემიერი: საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება, საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს
ირაკლი კობახიძე: საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან
ირაკლი კობახიძე: გასული ათწლეულის განმავლობაში ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, ხოლო 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, მსგავსი სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ, მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური სახეობების აღდგენის მიმართულებითაც
ირაკლი კობახიძე: საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან
ირაკლი კობახიძე – საქართველო ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება და უზრუნველვყოთ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება
პრემიერი: ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ, პროგრესს ვაღწევთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური სახეობების აღდგენის მიმართულებით
ირაკლი კობახიძე: „საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან“
ირაკლი კობახიძე - გასულ ათწლეულში, ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე განხორციელდა, ხოლო 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, სამუშაოები 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ - მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოშია
პრემიერ-მინისტრი: „საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება. საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს“
ირაკლი კობახიძე: “გასული ათწლეულის განმავლობაში ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, ხოლო 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, მსგავსი სამუშაოები, სულ მცირე, 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ. მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური სახეობების აღდგენის მიმართულებითაც”
ირაკლი კობახიძე – ერევანში ყურადღება გავამახვილე საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ
პრემიერი: ერევანში გამართულ ბიომრავალფეროვნების ლიდერთა სამიტზე ყურადღება გავამახვილე საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე. ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ
პრემიერი: ერევანში გამართულ ბიომრავალფეროვნების ლიდერთა სამიტზე ყურადღება გავამახვილე საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…