ირაკლი კობახიძე: საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან
COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ერთგულია საერთაშორისო პარტნიორობის, რათა ბიომრავალფეროვნების დაცვის ვალდებულებები პრაქტიკულ შედეგებად იქცეს.

რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბუნების დაცვის სფეროში აღებული ვალდებულებების პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, რესურსების მობილიზება და გამოცდილების გაზიარება აუცილებელია ბიომრავალფეროვნების ეფექტიანი და მდგრადი დაცვის უზრუნველსაყოფად.
„2030 წლის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში გლობალურად აღებული ვალდებულებების კონკრეტულ და გრძელვადიან მიღწევებად გარდაქმნა. ეს სამიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ერთობლივი მზადყოფნა კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს მიზნების მისაღწევად და ახალი იმპულსი მივცეთ მათ განხორციელებას. საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ციტატები სტატიიდან
„2030 წლის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში გლობალურად აღებული ვალდებულებების კონკრეტულ და გრძელვადიან მიღწევებად გარდაქმნა. ეს სამიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ერთობლივი მზადყოფნა კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს მიზნების მისაღწევად და ახალი იმპულსი მივცეთ მათ განხორციელებას. საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.