პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს უფრო ადრე შევასრულებთ, ვიდრე ეს გათვალისწინებულია - ლევან ჟორჟოლიანი

საქართველოს მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველო დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ვადაზე ადრე შეასრულებს. ირაკლი კობახიძე ერევანში გაეროს ბიომრავალფეროვნების კონფერენციაში მონაწილეობს.

დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს უფრო ადრე შევასრულებთ, ვიდრე ეს გათვალისწინებულია - ლევან ჟორჟოლიანი
რუსთავი 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც გაეროს ეგიდით უკვე მე-17 ტარდება.

მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა ლიდერთა სამიტზე.

საქართველოს პრემიერი ერევანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. საქართველო გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას ჯერ კიდევ 1994 წელს შეუერთდა და შესაბამისად ქვეყანას აღებული აქვს კონკრეტული საერთაშორისო ვალდებულებები.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი აღნიშნავს, COP 17-ის სესიაზე ისაუბრებენ, როგორც საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს ეკონომიკის მკვეთრ ზრდაზე.

"პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება, სიტყვით მიმართოს პლენარულ სესიას, სადაც ისაუბრებს ბიომრავალფეროვნებაზე, ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე. ბიომრავალფეროვნება საქართველოს ისტორიაში, მის სოფლის მეურნეობის ტრადიციებში, ეს იქნება ხორბალი, ღვინო თუ ა.შ, ძალიან დიდ როლს თამაშობდა საუკუნეების განმავლობაში. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის დაცული ტერიტორიები, რომლებიც შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში.

ჩვენ იმ საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში უფრო ადრე შევასრულებთ, ვიდრე ეს გათვალისწინებულია, ასევე, ვისაუბრებთ ეკონომიკურ ზრდაზე, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს საკმაოდ შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა", - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერი: საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება, საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები