პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როდესაც უცხოელი დიპლომატები რადიკალებისთვის ცეკვავდნენ, მაშინ კარგი იყვნენ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საერთო ძალისხმევამ ვერ გაამართლა - ნინო წილოსანი ნიკა გვარამიას განცხადებაზე

საქართველოს პარლამენტი

ნინო წილოსანმა ნიკა გვარამია ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა ლიდერმა ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი სანქციებზე მუშაობის ნაცვლად ცეკვის გამო გააკრიტიკა.

როდესაც უცხოელი დიპლომატები რადიკალებისთვის ცეკვავდნენ, მაშინ კარგი იყვნენ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საერთო ძალისხმევამ ვერ გაამართლა - ნინო წილოსანი ნიკა გვარამიას განცხადებაზე
რუსთავი 2

ჰერჩინსკის ცეკვით უკმაყოფილო ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს საყვედურობს. "ახალის" ლიდერი პირდაპირ ეთერში ღიად ამბობს, რომ ცეკვის ნაცვლად, ელჩს სანქციებისთვის უნდა მიეხედა და უფრო სწრაფად ემოქმედა.

მმართველი გუნდისთვის გვარამიას განცხადება ოპოზიციის რეალური მიზნების კიდევ ერთი დასტურია. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ოპონენტებს უცხოელ აქტორებთან ერთად, საქართველოს დასუსტება და ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ.

"რა თქმა უნდა, ხელმოცარული რადიკალები ახლა ყველას და ყველაფერს დაადანაშაულებენ საკუთარ მარცხში. მაშინ, როდესაც უცხოელი დიპლომატები რადიკალებისთვის ცეკვავდნენ და თამაშობდნენ, მაშინ კარგი იყვნენ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საერთო ძალისხმევა ვერ გაამართლა.

რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი აღმოჩნდა რეზისტენტული იმ მუქარის თუ ცეკვა თამაშის მიმართ, რომელსაც უცხოელები აწარმოებდნენ საქართველოს საწინააღმდეგოდ და ნიკა გვარამია, რომ იმედგაცრუებულია, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა აქაც კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი ის გახლავთ, რომ ნიკა გვარამია კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ დიდ სურვილს, რომ დაიხმაროს ყველა და ყველაფერი, რომ საქართველოს წინააღმდეგ იმუშაოს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოე.წ. ნაცაქტივისტები არ არიან ხელისუფლების ოპოზიცია, ეს ხალხი არის ქვეყნის ოპოზიცია და გვარამიას განცხადება მორიგ ჯერზე არის მორიგი მტკიცებულება - გურამ მაჭარაშვილი
  2. რუსთავი 2სამთავრობოგვარამია ჰერჩინსკის წინააღმდეგ - ოპოზიციის კრიტიკა ევროპელ დიპლომატს, სანქციების საკითხი და მმართველი გუნდის პასუხი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რა თქმა უნდა, ხელმოცარული რადიკალები ახლა ყველას და ყველაფერს დაადანაშაულებენ საკუთარ მარცხში. მაშინ, როდესაც უცხოელი დიპლომატები რადიკალებისთვის ცეკვავდნენ და თამაშობდნენ, მაშინ კარგი იყვნენ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საერთო ძალისხმევა ვერ გაამართლა. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი აღმოჩნდა რეზისტენტული იმ მუქარის თუ ცეკვა თამაშის მიმართ, რომელსაც უცხოელები აწარმოებდნენ საქართველოს საწინააღმდეგოდ და ნიკა გვარამია, რომ იმედგაცრუებულია, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა აქაც კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი ის გახლავთ, რომ ნიკა გვარამია კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ დიდ სურვილს, რომ დაიხმაროს ყველა და ყველაფერი, რომ საქართველოს წინააღმდეგ იმუშაოს,“
ნინო წილოსანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია ევროკომისიასა და ევროკავშირის ელჩს სანქციების დაწესების ნაწილში აქტიურობას უწუნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები