პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ჩხრეკისას ამოღებულია „კოკაინი“, „კლეფედრონი“ და „მდმა“, ბრალდებულებს კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
იმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „კლეფედრონი“ და „მდმა“.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ამოღებულია 352 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი – დაკავებულია 7 პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები