ამოღებულია 352 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი – დაკავებულია 7 პირი
შსს-ს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, ხოლო ჩხრეკის შედეგად 352 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის 352 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „მეთადონი“, „კლეფედრონი”, „მდმა”, „გამომშრალი მარიხუანა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
უწყების ცნობით, დაკავებული არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს.
დაკავებული არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემებში სხადასხვა ფორმით, მათ შორის ჯგუფურად იყვნენ ჩართულნი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის 352 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „მეთადონი“, „კლეფედრონი”, „მდმა”, „გამომშრალი მარიხუანა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – წერია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიანარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…