აშშ-ის სკოლაში 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა - დაღუპულთა შორის არიან 5, 8 და 11 წლის ბავშვები
აშშ-ის ორეგონის შტატში, დაწყებით სკოლაში 16 წლის მოზარდის მიერ გახსნილ ცეცხლს 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5, 8 და 11 წლის ბავშვები და თავად თავდამსხმელი. შემთხვევის შედეგად 7 წლის მოსწავლე და 54 წლის მასწავლებელი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში მდებარე დაწყებით სკოლაში 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა - დაღუპულთა შორის იყვნენ 5, 8 და 11 წლის ბავშვები. სროლის შედეგად სულ ოთხი ადამიანი, მათ შორის - თავდამსხმელი, რომლის ლიკვიდაცია ადგილობრივმა შეიარაღებულმა მოქალაქემ განახორციელა.
გარდა ამისა, 7 წლის მოსწავლე და 54 წლის მასწავლებელი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი თემის წევრმა, რომლის ვინაობაც მას არ დაუსახელებია, დაინახა, როგორ შევიდა ეჭვმიტანილი სკოლაში და მას გაეკიდა.
Reuters-ი წერს, რომ შეერთებულ შტატებში სროლის თითოეული შემთხვევა ხელახლა ააქტიურებს დებატებს იარაღთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე ქვეყანაში, სადაც იარაღის ფლობის უფლება კონსტიტუციის მეორე შესწორებითაა დაცული. იარაღის ფლობის უფლების მომხრეები მასწავლებლების თავდაცვის მიზნით შეიარაღების იდეას უჭერენ მხარს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიააშშ-ში, 16 წლის მოზარდმა სკოლაში ცეცხლი გახსნა - არიან დაღუპულები
აშშ-ის სკოლაში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა
მედია: ორეგონის სკოლაში მომხდარ სროლას სამი ბავშვი და მასწავლებელი ემსხვერპლა - ეჭვმიტანილი 16 წლის მოზარდია
მოზარდმა ბავშვები და პედაგოგი მოკლა აშშ-ის ერთ-ერთ სკოლაში
სროლა აშშ-ის დაწყებით სკოლაში: დაღუპულია 4 ადამიანი, თავდამსხმელი მოქალაქემ გაანეიტრალა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…