პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოზარდმა ბავშვები და პედაგოგი მოკლა აშშ-ის ერთ-ერთ სკოლაში

აშშ-ში 16 წლის მოზარდმა სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ბავშვი და მასწავლებელი მოკლა, კიდევ ორი ადამიანი კი დაჭრა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ადგილობრივმა შეიარაღებულმა გამვლელმა მოკლა.

მოზარდმა ბავშვები და პედაგოგი მოკლა აშშ-ის ერთ-ერთ სკოლაში
რადიო თავისუფლება

16 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა სამი ბავშვი და მასწავლებელი. დაჭრილია ერთი ბავშვი და ერთი პედაგოგი. ტრაგედია 15 ოქტომბერს მოხდა.

თავდამსხმელი ლიკვიდირებულია ადგილობრივი მცხოვრების, შემთხვევით გამვლელი მამაკაცის მიერ, რომელსაც თან იარაღი ჰქონდა. მან, პოლიციის ინფორმაციით, დაინახა, რომ სკოლაში სროლით შეიჭრა შეიარაღებული მოზარდი, სანამ ადგილზე პოლიცია მივიდოდა დაედევნა, თავისი იარაღიდან ესროლა და მოკლა.

ბენდის პოლიციის ცნობით, სკოლაში მოკლული ბავშვები 5, 8 და 11 წლის იყვნენ.

სამართალდამცავებს ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ თავდამსხმელის ვინაობა და დანაშაულის მოტივი.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, 2026 წლის დასაწყისიდან აშშ-ის სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უკვე 36 ინციდენტი მოხდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოაშშ-ში, 16 წლის მოზარდმა სკოლაში ცეცხლი გახსნა - არიან დაღუპულები
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიაშშ-ის სკოლაში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა
  3. იმედინიუსისამთავრობომედია: ორეგონის სკოლაში მომხდარ სროლას სამი ბავშვი და მასწავლებელი ემსხვერპლა - ეჭვმიტანილი 16 წლის მოზარდია
  4. ფორმულაოპოზიციურისროლა აშშ-ის დაწყებით სკოლაში: დაღუპულია 4 ადამიანი, თავდამსხმელი მოქალაქემ გაანეიტრალა
  5. TV პირველიოპოზიციურიაშშ-ის სკოლაში 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა - დაღუპულთა შორის არიან 5, 8 და 11 წლის ბავშვები
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სროლა სკოლაში, თურქეთში – პოლიციამ 15 წლის მოზარდი და მისი ოჯახის წევრები დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები