პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: ორეგონის სკოლაში მომხდარ სროლას სამი ბავშვი და მასწავლებელი ემსხვერპლა - ეჭვმიტანილი 16 წლის მოზარდია

აშშ-ში, ორეგონის შტატის დაწყებით სკოლაში სროლას სამი ბავშვი და მასწავლებელი ემსხვერპლა, კიდევ ორი პირი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პოლიციის ცნობით, 16 წლის შეიარაღებული თავდამსხმელი ადგილობრივმა მცხოვრებმა სასიკვდილოდ დაჭრა.

მედია: ორეგონის სკოლაში მომხდარ სროლას სამი ბავშვი და მასწავლებელი ემსხვერპლა - ეჭვმიტანილი 16 წლის მოზარდია
იმედინიუსი

აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ ბენდის დაწყებით სკოლაში მომხდარ სროლას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული პირი სკოლაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ეჭვმიტანილი 16 წლის მოზარდი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. ის ადგილობრივმა მცხოვრებმა სასიკვდილოდ დაჭრა.

დაღუპული ბავშვები 5, 8 და 11 წლის იყვნენ. პოლიციის ცნობით, საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს კიდევ ერთი, 7 წლის ბავშვი და 54 წლის მასწავლებელი.

პოლიციას ეჭვმიტანილის ვინაობა ოფიციალურად არ გაუმხელია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოზარდი ბენდის მცხოვრები იყო. სამართალდამცველებს ჯერ არ დაუზუსტებიათ, სწავლობდა თუ არა ის ამ სკოლაში ან ჰქონდა თუ არა კავშირი მის რომელიმე მოსწავლესთან ან თანამშრომელთან.

ასევე უცნობია იმ მოქალაქის ვინაობა, რომელმაც შეიარაღებული მოზარდი შეაჩერა. პოლიციის განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოაშშ-ში, 16 წლის მოზარდმა სკოლაში ცეცხლი გახსნა - არიან დაღუპულები
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიაშშ-ის სკოლაში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმოზარდმა ბავშვები და პედაგოგი მოკლა აშშ-ის ერთ-ერთ სკოლაში
  4. ფორმულაოპოზიციურისროლა აშშ-ის დაწყებით სკოლაში: დაღუპულია 4 ადამიანი, თავდამსხმელი მოქალაქემ გაანეიტრალა
  5. TV პირველიოპოზიციურიაშშ-ის სკოლაში 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა - დაღუპულთა შორის არიან 5, 8 და 11 წლის ბავშვები
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯორჯიის შტატში გამართულ წვეულებაზე მომხდარი სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები