ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სროლა სკოლაში, თურქეთში – პოლიციამ 15 წლის მოზარდი და მისი ოჯახის წევრები დააკავა

თურქეთში, მანისას პროვინციაში, 15 წლის მოზარდის მიერ სკოლის მიმდებარედ განხორციელებული სროლის შედეგად 11 მოსწავლე დაშავდა. სამართალდამცავებმა 7 პირი, მათ შორის მოზარდი და მისი ოჯახის წევრები, დააკავეს. თურქეთმა არასრულწლოვანთა მიერ ცეცხლსასროლ იარაღზე წვდომასთან დაკავშირებული სასჯელები გაამკაცრა.

სროლა სკოლაში, თურქეთში – პოლიციამ 15 წლის მოზარდი და მისი ოჯახის წევრები დააკავა
სროლა სკოლაში, თურქეთში – პოლიციამ 15 წლის მოზარდი და მისი ოჯახის წევრები დააკავაბათუმელები

თურქეთში 7 ადამიანი დააკავეს სკოლის მიმდებარედ სროლასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც 11 მოსწავლე დაშავდა.

შემთხვევა 22 სექტემბერს მოხდა მანისას პროვინციაში – 15 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა მოსწავლეებს.

მედიის ცნობით, დაკავებულებს შორისაა თავად 15 წლის მოზარდი, მისი ოჯახის წევრები და სანადირო აღჭურვილობის მაღაზიის მფლობელი, რომელსაც თავდასხმისას გამოყენებული საბრძოლო მასალის გაყიდვაში ადანაშაულებენ. საქმეზე სულ 10 ბრალდებული წარსდგა სასამართლოს წინაშე და მათგან შვიდს: მოზარდს, მის დედას, მამას, ბაბუას, ბიძაშვილს, მეგობარსა და მაღაზიის მფლობელს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს იდეოლოგიური ხასიათის ჩანაწერები და მანიფესტის მსგავსი ტექსტები. ხელისუფლებას თავდასხმის მოტივი საჯაროდ ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა, თურქული მედია წერს, რომ მოზარდმა თავდასხმის მოტივად ბულინგი დაასახელა.

დაშავებული მოსწავლეებიდან სამი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

თურქეთში სკოლაში იარაღით თავდასხმები გავრცელებული არ არის, თუმცა 2026 წელს ეს უკვე სკოლაში სროლის მესამე შემთხვევაა.

შედეგად, თურქეთმა არასრულწლოვანების მიერ ცეცხლსასროლ იარაღზე წვდომასთან დაკავშირებული სასჯელები გაამკაცრა. ბავშვზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა უფრო მკაცრი სასჯელი დაეკისროთ, თუ დაუდევრობა ხელს შეუწყობს ბავშვის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენას ან სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებას. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხოდ შენახვაზე პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.