ჯორჯიის შტატში გამართულ წვეულებაზე მომხდარი სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულები
ჯორჯიის შტატის ქალაქ ვენაში გამართულ წვეულებაზე მომხდარი სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 36-მდე დაშავდა. ინციდენტი სკოლის გამოსაშვები კვირეულის ღონისძიებაზე მოხდა. ჯორჯიის საგამოძიებო ბიუროს ცნობით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა და მოტივი უცნობია.

ჯორჯიის შტატის ქალაქ ვენაში გამართულ წვეულებაზე მომხდარი სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 36-მდე კი დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სროლას 21 და 23 წლის მამაკაცები ემსხვერპლნენ. დაშავებულთა ასაკი 14-დან 51 წლამდეა. მათი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ინციდენტი სკოლის გამოსაშვები კვირეულის ღონისძიებაზე მოხდა, რომელსაც 1 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
ჯორჯიის საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. უცნობია თავდასხმის მოტივი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…