აშშ-ის სკოლაში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის ორეგონის შტატში, დაწყებით სკოლაში 16 წლის მოზარდის მიერ გახსნილ სროლას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი შეიარაღებულმა მოქალაქემ ადგილზევე მოკლა.

აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში მდებარე დაწყებით სკოლაში 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის - სამი ბავშვი, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის ლიკვიდაცია ადგილობრივმა შეიარაღებულმა მოქალაქემ განახორციელა.
ბენდის პოლიციის უფროსმა მაიკ კრანცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის იყვნენ 5, 8 და 11 წლის ბავშვები და ერთი მასწავლებელი. გარდა ამისა, 7 წლის მოსწავლე და 54 წლის მასწავლებელი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი თემის წევრმა, რომლის ვინაობაც მას არ დაუსახელებია, დაინახა, როგორ შევიდა ეჭვმიტანილი სკოლაში და მას გაეკიდა.
Reuters-ი წერს, რომ შეერთებულ შტატებში სროლის თითოეული შემთხვევა ხელახლა ააქტიურებს დებატებს იარაღთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე ქვეყანაში, სადაც იარაღის ფლობის უფლება კონსტიტუციის მეორე შესწორებითაა დაცული. იარაღის ფლობის უფლების მომხრეები მასწავლებლების თავდაცვის მიზნით შეიარაღების იდეას უჭერენ მხარს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიააშშ-ში, 16 წლის მოზარდმა სკოლაში ცეცხლი გახსნა - არიან დაღუპულები
მედია: ორეგონის სკოლაში მომხდარ სროლას სამი ბავშვი და მასწავლებელი ემსხვერპლა - ეჭვმიტანილი 16 წლის მოზარდია
მოზარდმა ბავშვები და პედაგოგი მოკლა აშშ-ის ერთ-ერთ სკოლაში
სროლა აშშ-ის დაწყებით სკოლაში: დაღუპულია 4 ადამიანი, თავდამსხმელი მოქალაქემ გაანეიტრალა
აშშ-ის სკოლაში 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა - დაღუპულთა შორის არიან 5, 8 და 11 წლის ბავშვები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…