დააკავეს სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ძალადობას გეგმავდნენ
თბილისში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით 14 წლის სკოლის მოსწავლეები დააკავეს. გავრცელებული ცნობით, მოზარდები სკოლაში ძალადობას სოციალური ქსელებით გეგმავდნენ, ჩხრეკის შედეგად კი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ცივი იარაღი ამოიღეს.

თბილისში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით სკოლის მოსწავლეები, 14 წლის მოზარდები დააკავეს - ინფორმაცია "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები სკოლაში არასრულწლოვნებზე ძალადობის მომზადებას „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკში" გაგმავდნენ.
ირკვევა, დაკავებულები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან.
ინფორმაცია სკოლის მოწასვლეების დაკავების შესახებ თავდაპირველად „სანდო წყარომ“ გაავრცელა. გამოცემას ერთ-ერთი დაკავებულის მამამ უთხრა, რომ ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ტაბელური იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს.
გამოცემა მამაზე დაყრდნობით წერს, რომ "მოზარდები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ და ასევე განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული".
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„მოზარდები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ და ასევე განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…