საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე "ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციის" დროს განხორციელებულ ხელის შემშლელ ქმედებებზე განცხადება გააკეთა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ქვეყნის დელეგაციამ ვარშავის კონფერენციისას მომხდარი ხელის შემშლელი ქმედებები დაგმო, რამაც, მათი თქმით, ზიანი მიაყენა კონსტრუქციულ დიალოგს და შეზღუდა მონაწილეთა მიერ მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა.

საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, "ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან" დაკავშირებით განცხადება გააკეთა. საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა კონფერენციის მნიშვნელობას, ამასთან, ყურადღება გამახვილდა კონფერენციის მსვლელობისას განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულ ხელის შემშლელ ქმედებებზე.
"სამწუხაროდ, კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულმა ხელის შემშლელმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები. მსგავსი ქცევა ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემასა და დადგენილი პროცედურების დაცვას, რაც არსებითია მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვისთვის", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
ციტატები სტატიიდან
„სამწუხაროდ, კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულმა ხელის შემშლელმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები. მსგავსი ქცევა ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემასა და დადგენილი პროცედურების დაცვას, რაც არსებითია მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.