პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს საგარეო უწყება: ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით, ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის ანგარიშს შემაშფოთებელს უწოდებს და ამტკიცებს, რომ დოკუმენტი ფაქტობრივი უზუსტობებით ანტიქართული ნარატივების გამყარებას უწყობს ხელს. უწყების განცხადებით, ანგარიშში ასახული შეფასებები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ღია მცდელობაა.

საქართველოს საგარეო უწყება: ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით, ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს
რუსთავი 2

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის მიერ გავმოქვეყნებულ ანგარიშს განცხადებით ეხმაურება.

უწყება დოკუმენტს შემაშფოთებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ, ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით, ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას.

"2026 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს ანგარიშს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული ძალისხმევის შესახებ.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის ანგარიშში წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრესის ასახვა ხდება კანდიდატი ქვეყნების მიერ წარდგენილი ინფორმაციის და ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული დიალოგის ფორმატების ფარგლებში განხორციელებული მუშაობის საფუძველზე.

სამწუხაროა, რომ საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის მხარემ ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას.

შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს.

მიუღებელია ევროკომისიის ანგარიშის მცდელობა, სახელმწიფოს მიტაცებად წარმოაჩინოს ხალხის მიერ დიდი უპირატესობით არჩეული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მართვა, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა სახელმწიფოსა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

შემაშფოთებელია, რომ ანგარიში შერჩევითი ანალიზის საფუძველზე ხელს უწყობს სამართლებრივი საკითხების პოლიტიზების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის სამართლის უზენაესობის პრინციპს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ღია მცდელობას წარმოადგენს.

სხვადასხვა აქტორების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საპასუხო განცხადებების მტრულ რიტორიკად შეფასება გამოხატვის თავისუფლების პრინციპზე თავდასხმაა, ემსახურება ნდობის შერყევას და აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის საფუძვლებს.

მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მზაობას ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ევროკავშირთან ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის", - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
  2. პირველი არხისამთავრობოსაგარეო უწყება – შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით, ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, ამცირებს კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაქართველოს საგარეო უწყება - შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც ამცირებს დიალოგის სივრცეს
  4. იმედინიუსისამთავრობოსაგარეო უწყება: სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას
  5. იმედინიუსისამთავრობოსაგარეო საქმეთა სამინისტრო: მიუღებელია ევროკომისიის ანგარიშის მცდელობა, სახელმწიფოს მიტაცებად წარმოაჩინოს ხალხის მიერ დიდი უპირატესობით არჩეული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მართვა, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა სახელმწიფოსა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე
  6. TV პირველიოპოზიციურისაგარეო უწყების პირველი გამოხმაურება ევროკომისიის ანგარიშზე
  7. POSTVსამთავრობოსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: „2026 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს ანგარიშს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული ძალისხმევის შესახებ“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2026 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს ანგარიშს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული ძალისხმევის შესახებ. როგორც ცნობილია, ევროკომისიის ანგარიშში წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრესის ასახვა ხდება კანდიდატი ქვეყნების მიერ წარდგენილი ინფორმაციის და ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული დიალოგის ფორმატების ფარგლებში განხორციელებული მუშაობის საფუძველზე. სამწუხაროა, რომ საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის მხარემ ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას. შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს. მიუღებელია ევროკომისიის ანგარიშის მცდელობა, სახელმწიფოს მიტაცებად წარმოაჩინოს ხალხის მიერ დიდი უპირატესობით არჩეული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მართვა, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა სახელმწიფოსა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. შემაშფოთებელია, რომ ანგარიში შერჩევითი ანალიზის საფუძველზე ხელს უწყობს სამართლებრივი საკითხების პოლიტიზების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის სამართლის უზენაესობის პრინციპს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ღია მცდელობას წარმოადგენს. სხვადასხვა აქტორების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საპასუხო განცხადებების მტრულ რიტორიკად შეფასება გამოხატვის თავისუფლების პრინციპზე თავდასხმაა, ემსახურება ნდობის შერყევას და აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მზაობას ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ევროკავშირთან ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს საგარეო უწყება - შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც ამცირებს დიალოგის სივრცესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები