ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ეუთო

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ განაცხადა, რომ ვარშავის კონფერენციაზე გამოსვლებისას განხორციელებულმა ხელისშემშლელმა ქმედებებმა კონსტრუქციულ დიალოგს ზიანი მიაყენა და მონაწილეებს აზრის გამოხატვა შეუზღუდა.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთა
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთაპირველი არხი

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ განცხადება გააკეთა „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან“ დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის 5-15 ოქტომბერს ჩატარდა.

საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც ეუთო-ს ფარგლებში ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას წარმოადგენს მონაწილე სახელმწიფოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგისთვის. ამასთან, ყურადღება გამახვილდა კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულ ხელისშემშლელ ქმედებებზე, რომლებმაც ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა, თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები.

„სამწუხაროდ, კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულმა ხელისშემშლელმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა, თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები. მსგავსი ქცევა ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემასა და დადგენილი პროცედურების დაცვას, რაც არსებითია მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს დელეგაციის განცხადებაში ხაზი გაესვა ეუთო-ს პლატფორმების სანდოობას, რომელიც ეფუძნება დადგენილი პროცედურული წესებისა და ქცევის კოდექსის პატივისცემას, ასევე აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებათა დაცვა და გამოხატვის თავისუფლება ეუთო-ს „ადამიანური განზომილების“ ფუნდამენტს წარმოადგენს.

„გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და იგი თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველასთვის, მათ შორის არჩეული წარმომადგენლებისა და ოფიციალური პირებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ერთგულება ეუთო-ს ფარგლებში კონსტრუქციული თანამშრომლობისა და მიუკერძოებლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მიმართ.

„საქართველო რჩება ერთგული ეუთო-ს ფარგლებში კეთილსინდისიერი თანამშრომლობისა და ორგანიზაციაში კონსტრუქციული საქმიანობის. ჩვენ გავაგრძელებთ იმგვარი გარემოს მხარდაჭერას, რომელშიც დიალოგი არსებითია, მონაწილეობა – ინკლუზიური, ხოლო სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ყველა მონაწილე სახელმწიფო და მხარე თანაბრად იცავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამწუხაროდ, კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულმა ხელისშემშლელმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა, თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები. მსგავსი ქცევა ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემასა და დადგენილი პროცედურების დაცვას, რაც არსებითია მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვისთვის“
„გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და იგი თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველასთვის, მათ შორის არჩეული წარმომადგენლებისა და ოფიციალური პირებისთვის“
„საქართველო რჩება ერთგული ეუთო-ს ფარგლებში კეთილსინდისიერი თანამშრომლობისა და ორგანიზაციაში კონსტრუქციული საქმიანობის. ჩვენ გავაგრძელებთ იმგვარი გარემოს მხარდაჭერას, რომელშიც დიალოგი არსებითია, მონაწილეობა – ინკლუზიური, ხოლო სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ყველა მონაწილე სახელმწიფო და მხარე თანაბრად იცავს“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კირცხალია – მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის დემოკრატია ალბათ არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზეწაიკითხე

უახლესი ამბები