ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობაზე, უკანონო სამხედრო ყოფნასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და თურქეთის წარმომადგენლებმა.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელესპირველი არხი

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის შესახებ და აღნიშნა, რომ 18 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და იქ უკანონო სამხედრო ყოფნას; საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფას; უარს ამბობს საქართველოს ტერიტორიებიდან ძალების გაყვანაზე, ოკუპირებული რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებასა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფაზე.

„მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე გარემოზე; უკანონო დაკავებებზე, მკვლელობებზე, დისკრიმინაციის, გადაადგილების შეზღუდვისა და სხვა ფაქტებზე. აღინიშნა, რომ რუსეთი კვლავ ბლოკავს საერთაშორისო მექანიზმების დაშვებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში.

ლაშა დარსალიამ ისაუბრა უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც დაკავშირებულია სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სივრცეებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნასთან, ასევე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საკუთარ პოლიტიკურ, სამხედრო და სამართლებრივ სისტემაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში აღინიშნა „შეთანხმება სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ რომელსაც 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის მოეწერა ხელი და რომელიც ახდენს მოსკოვის ადმინისტრაციული კონტროლის ინსტიტუციონალიზაციას და ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული და ხაზი გაუსვა შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ურთიერთობის ხელშეწყობა.

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, როგორც ერთადერთ ფორმატზე საქართველოსა და რუსეთს შორის, სადაც საერთაშორისო აქტორების ჩართულობით, ხდება ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების საკითხების განხილვა.

დასასრულს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისთვის, პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და თურქეთის წარმომადგენლებმა“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები