ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. საბერძნეთში გამართულ კონფერენციაზე სულ 72 განაცხადი შეფასდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვარუსთავი 2

რეგიონული იდენტობის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა.

"შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები" - ასე ჰქვია ნომინაციას, სადაც "მზისკარი" გამარჯვებულად დასახელდა.

პროექტი ოჯახური გასტრონომიული მასპინძლობის ქსელია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს აერთიანებს. ერთ-ერთი ასეთია იმერეთი...

პროექტში ჩართული იყო ფოთი და ზუგდიდიც. კერძოდ - ის ობიექტები, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს რეგიონისთვის დამახასიათებელ კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობენ.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ რომ - "მზისკარის" გამარჯვება საქართველოს შემოქმედებითი და გასტრონომიული ტურიზმის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი შედეგია.

დაჯილდოების ცერემონია საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე, რიგით მე-19 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სულ 72 განაცხადი შეფასდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
"მზისკარი" ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები