პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„მზისკარი“ ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის (ECTN) საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. უწყების ცნობით, პროექტი შემოქმედებითი ტურიზმისა და კულტურული გამოცდილებების ნომინაციაში საუკეთესოდ დასახელდა.

„მზისკარი“ ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულია
იმედინიუსი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის (ECTN - European Cultural Tourism Network) 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „მზისკარი“ გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“.

დაჯილდოების ცერემონია საბერძნეთის რესპუბლიკის კუნძულ სკიათოსზე, ECTN-ის მე-19 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ECTN Awards 2026-ზე „მზისკარის“ გამარჯვება საქართველოს შემოქმედებითი და გასტრონომიული ტურიზმის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი შედეგია.

ECTN Awards 2026-ზე წარმოდგენილი 72 განაცხადი შეფასდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროპის წამყვანი ორგანიზაციების – Europa Nostra, European Travel Commission (ETC), NECSTouR, Creative Tourism Network, Europeana, ENAT, European Cyclists' Federation (ECF) და INSPIRES SMP-COSME პროექტის წარმომადგენლები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ ოჯახური გასტრონომიული მასპინძლობის ქსელია, რომლის მიზანია რეგიონული იდენტობის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება. „მზისკარი“ აერთიანებს იმ საოჯახო სამასპინძლო ობიექტებს, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ ქვეყნისა და კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ კულინარიულ გამოცდილებას და კვების მომსახურებასთან ერთად უზრუნველყოფენ აგროაქტივობებსა და გასტრონომიულ მასტერკლასებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობო"მზისკარი" ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულია
  2. რუსთავი 2სამთავრობოტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა
  3. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა „მზისკარი“, ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები