ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მზისკარი" ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა შემოქმედებითი ტურიზმის ნომინაციაში.

"მზისკარი" ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულია
"მზისკარი" ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულიარუსთავი 2

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა "მზისკარი" ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის (ECTN - European Cultural Tourism Network) 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.

"მზისკარი" გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციაში "შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები".

დაჯილდოების ცერემონია საბერძნეთის რესპუბლიკის კუნძულ სკიათოსზე, ECTN-ის მე-19 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ECTN Awards 2026-ზე "მზისკარის" გამარჯვება საქართველოს შემოქმედებითი და გასტრონომიული ტურიზმის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი შედეგია.

ECTN Awards 2026-ზე წარმოდგენილი 72 განაცხადი შეფასდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროპის წამყვანი ორგანიზაციების – Europa Nostra, European Travel Commission (ETC), NECSTouR, Creative Tourism Network, Europeana, ENAT, European Cyclists' Federation (ECF) და INSPIRES SMP-COSME პროექტის წარმომადგენლები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი "მზისკარი" ოჯახური გასტრონომიული მასპინძლობის ქსელია, რომლის მიზანია რეგიონული იდენტობის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება. "მზისკარი" აერთიანებს იმ საოჯახო სამასპინძლო ობიექტებს, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ ქვეყნისა და კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ კულინარიულ გამოცდილებას და კვების მომსახურებასთან ერთად უზრუნველყოფენ აგროაქტივობებსა და გასტრონომიულ მასტერკლასებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„მზისკარი“ ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები