შალვა პაპუაშვილი: ფარისევლობა, ევროკავშირო, უნდა გერქვას შენ
შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირი ფარისევლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებენ, კავშირს კი მოსკოვისთვის 350 მილიარდი ევრო აქვს გადახდილი. მისი თქმით, საქართველოს სანქციებისკენ მოუწოდებდნენ, მაშინ როცა თავად ომის დროს ფულის კეთებას არ ერიდებიან.

ფარისევლობა, ევროკავშირო, უნდა გერქვას შენ, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლონეთი და ლატვია ყიდულობდნენ ღვინოს სხვა ქვეყნებიდან და მერე მისი, როგორც საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებდნენ რუსეთში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდნენ, იმის მიუხედავად, რომ იაზრებდნენ რა შედეგები მოჰყვებოდა თბილისისთვის მოსკოვთან ურთიერთობის ესკალაციას.
„ვხედავთ, რომ არცერთი ქვეყანა არ ერიდება ფულის კეთებას ომის დროს. ეს მაშინ, როდესაც ზეპირად ამბობენ, თითქოს მთლიანად ჩამოშორდნენ რუსულ ბაზარს. ჩვენ ამ ფარისევლობას არც თავიდან ავყოლილვართ. ვამბობდით, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებია, ჰქონდეს წვდომა მათ შორის რუსულ ბაზარზე, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის სახით. ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ბიზნესის შემოსავლები, ჩვენი ეკონომიკა იყოს მზარდი, ეს გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს წვდომა იაფ ენერგორესურსებზე, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ. ევროკავშირი ერთი მხრივ გვიმტკიცებს, თითქოს ჩამოშორდა რუსული ენერგომატარებლების წყაროებს. სინამდვილეში, 350 მილიარდი ევრო აქვს გადახდილი ევროკავშირს რუსეთისთვის ომის დროს - იმაზე მეტი, ვიდრე უკრაინას აძლევს ევროკავშირი. აღმოჩნდა, რომ ღვინო გააქვთ პირდაპირ ან ფარულად, სხვადასხვა ქვეყნის გამოყენებით. აბა რაღა უნდათ, ჩვენ რას გვესარჩლებიან ამ ყველაფრის შემდეგ?“ - ამბობს პაპუაშვილი.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთა ხმამაღალი განცხადებების უკან ხშირად ბიზნესი დგას, რომელსაც ევროპული ქვეყნები რუსეთთან აწარმოებენ.
ციტატები სტატიიდან
„ვხედავთ, რომ არცერთი ქვეყანა არ ერიდება ფულის კეთებას ომის დროს. ეს მაშინ, როდესაც ზეპირად ამბობენ, თითქოს მთლიანად ჩამოშორდნენ რუსულ ბაზარს. ჩვენ ამ ფარისევლობას არც თავიდან ავყოლილვართ. ვამბობდით, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებია, ჰქონდეს წვდომა მათ შორის რუსულ ბაზარზე, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის სახით. ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ბიზნესის შემოსავლები, ჩვენი ეკონომიკა იყოს მზარდი, ეს გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს წვდომა იაფ ენერგორესურსებზე, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ. ევროკავშირი ერთი მხრივ გვიმტკიცებს, თითქოს ჩამოშორდა რუსული ენერგომატარებლების წყაროებს. სინამდვილეში, 350 მილიარდი ევრო აქვს გადახდილი ევროკავშირს რუსეთისთვის ომის დროს - იმაზე მეტი, ვიდრე უკრაინას აძლევს ევროკავშირი. აღმოჩნდა, რომ ღვინო გააქვთ პირდაპირ ან ფარულად, სხვადასხვა ქვეყნის გამოყენებით. აბა რაღა უნდათ, ჩვენ რას გვესარჩლებიან ამ ყველაფრის შემდეგ?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.