შალვა პაპუაშვილი: შეიძლება, არსებობდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს - ჩვენ ეს ინტერესები უნდა დავიცვათ. ეს არის ჩვენი მანდატი ხალხისგან
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება ქართულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ამ საკითხში „პროევროპულობა ნიშნავს ანტიქართულობას და პროქართულობა - ანტიევროპულობას“. მისი თქმით, ხელისუფლების მანდატი ეროვნული ინტერესების დაცვაა, თუნდაც ისინი ევროკავშირისას ეწინააღმდეგებოდეს.

შეიძლება, არსებობდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს - ჩვენ ეს ინტერესები უნდა დავიცვათ. ეს არის ჩვენი მანდატი ხალხისგან და ეს არის პატრიოტიზმი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.
„ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისგან და მათ შორის, საქართველოსგანაც ითხოვს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს. შესაბამისად, ჩვენ მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება იქნებოდა პროევროპული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენს კანდიდატობას და მომავალ პერსპექტივას წაეშველებოდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ, რომ სანქციები დავუწესოთ, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ანუ ეს ქმედება იქნებოდა ანტიქართული, ქართული ინტერესების საწინააღმდეგო. შესაბამისად გამოვიდა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის ისეთი თემა, სადაც პროევროპულობა ნიშნავს ანტიქართულობას და პროქართულობა - ანტიევროპულობას. ამაში ცუდი არაფერია.
როდესაც უკრაინის ხელისუფლება მოგვიწოდებდა, რომ მოხალისეები გამოაგზავნეთო, ის ფიქრობდა, რომ ჯარისკაცი სჭირდებოდა, მაგრამ არ უფიქრდებოდა იმას, რომ თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტიდან სახელმწიფო ნებართვით ბორტი რომ აფრინდებოდა მოხალისეებით, რომლებიც წავიდოდნენ იმისთვის, რომ რუსეთთან ეომათ, რუსეთი ამას ომის გამოცხადებად ჩათვლიდა. ამას უკრაინა არ უფიქრდებოდა, მაგრამ ეს ჩვენ რომ ვთქვით, ეს იყო ანტიუკრაინული ნაბიჯი, მაგრამ იყო პროქართული. ამიტომ, საზომი არ არის პრორუსული, ანტირუსული, ეს რა თქმა უნდა არსებობს, ეს ყველაფერი მიგვინდვია პოლიტიკური დეფინიციისთვის, მაგრამ სახელმწიფო გადაწყვეტილებებისთვის განმსაზღვრელი არის შენი ქვეყანა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისგან და მათ შორის, საქართველოსგანაც ითხოვს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს. შესაბამისად, ჩვენ მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება იქნებოდა პროევროპული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენს კანდიდატობას და მომავალ პერსპექტივას წაეშველებოდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ, რომ სანქციები დავუწესოთ, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ანუ ეს ქმედება იქნებოდა ანტიქართული, ქართული ინტერესების საწინააღმდეგო. შესაბამისად გამოვიდა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის ისეთი თემა, სადაც პროევროპულობა ნიშნავს ანტიქართულობას და პროქართულობა - ანტიევროპულობას. ამაში ცუდი არაფერია. როდესაც უკრაინის ხელისუფლება მოგვიწოდებდა, რომ მოხალისეები გამოაგზავნეთო, ის ფიქრობდა, რომ ჯარისკაცი სჭირდებოდა, მაგრამ არ უფიქრდებოდა იმას, რომ თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტიდან სახელმწიფო ნებართვით ბორტი რომ აფრინდებოდა მოხალისეებით, რომლებიც წავიდოდნენ იმისთვის, რომ რუსეთთან ეომათ, რუსეთი ამას ომის გამოცხადებად ჩათვლიდა. ამას უკრაინა არ უფიქრდებოდა, მაგრამ ეს ჩვენ რომ ვთქვით, ეს იყო ანტიუკრაინული ნაბიჯი, მაგრამ იყო პროქართული. ამიტომ, საზომი არ არის პრორუსული, ანტირუსული, ეს რა თქმა უნდა არსებობს, ეს ყველაფერი მიგვინდვია პოლიტიკური დეფინიციისთვის, მაგრამ სახელმწიფო გადაწყვეტილებებისთვის განმსაზღვრელი არის შენი ქვეყანა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…