ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: „ფარისევლობა, ევროკავშირო, უნდა გერქვას შენ“

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთს ომის დროს 350 მილიარდი ევრო გადაუხადა, პოლონეთი და ლატვია კი რუსეთში ღვინის ექსპორტს ეწევიან. მან ევროკავშირი ფარისევლობაში დაადანაშაულა და საქართველოს მიერ რუსულ ბაზარზე ვაჭრობის ეროვნული ინტერესებით შენარჩუნება დაიცვა.

შალვა პაპუაშვილი: „ფარისევლობა, ევროკავშირო, უნდა გერქვას შენ“
შალვა პაპუაშვილი: „ფარისევლობა, ევროკავშირო, უნდა გერქვას შენ“POSTV

„ფარისევლობა, ევროკავშირო, უნდა გერქვას შენ“, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომ პოლონეთი და ლატვია ყიდულობდნენ ღვინოს სხვა ქვეყნებიდან და მერე მისი, როგორც საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებდნენ რუსეთში.

„ვხედავთ, რომ არცერთი ქვეყანა არ ერიდება ფულის კეთებას ომის დროს. ეს მაშინ, როდესაც ზეპირად ამბობენ, თითქოს მთლიანად ჩამოშორდნენ რუსულ ბაზარს. ჩვენ ამ ფარისევლობას არც თავიდან ავყოლილვართ. ვამბობდით, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებია, ჰქონდეს წვდომა, მათ შორის, რუსულ ბაზარზე, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის სახით. ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ბიზნესის შემოსავლები, ჩვენი ეკონომიკა იყოს მზარდი; ეს გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს წვდომა იაფ ენერგორესურსებზე; ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ.

ევროკავშირი, ერთი მხრივ, გვიმტკიცებს, თითქოს ჩამოშორდა რუსული ენერგომატარებლების წყაროებს. სინამდვილეში, 350 მილიარდი ევრო აქვს გადახდილი ევროკავშირს რუსეთისთვის ომის დროს – იმაზე მეტი, ვიდრე უკრაინას აძლევს ევროკავშირი. აღმოჩნდა, რომ ღვინო გააქვთ პირდაპირ ან ფარულად, სხვადასხვა ქვეყნის გამოყენებით. აბა, რაღა უნდათ, ჩვენ რას გვესარჩლებიან ამ ყველაფრის შემდეგ?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთა ხმამაღალი განცხადებების უკან, ხშირად, ბიზნესი დგას, რომელსაც ევროპული ქვეყნები რუსეთთან აწარმოებენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფარისევლობა, ევროკავშირო, უნდა გერქვას შენ“
შალვა პაპუაშვილი
„ვხედავთ, რომ არცერთი ქვეყანა არ ერიდება ფულის კეთებას ომის დროს. ეს მაშინ, როდესაც ზეპირად ამბობენ, თითქოს მთლიანად ჩამოშორდნენ რუსულ ბაზარს. ჩვენ ამ ფარისევლობას არც თავიდან ავყოლილვართ. ვამბობდით, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებია, ჰქონდეს წვდომა, მათ შორის, რუსულ ბაზარზე, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის სახით. ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ბიზნესის შემოსავლები, ჩვენი ეკონომიკა იყოს მზარდი; ეს გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს წვდომა იაფ ენერგორესურსებზე; ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ. ევროკავშირი, ერთი მხრივ, გვიმტკიცებს, თითქოს ჩამოშორდა რუსული ენერგომატარებლების წყაროებს. სინამდვილეში, 350 მილიარდი ევრო აქვს გადახდილი ევროკავშირს რუსეთისთვის ომის დროს – იმაზე მეტი, ვიდრე უკრაინას აძლევს ევროკავშირი. აღმოჩნდა, რომ ღვინო გააქვთ პირდაპირ ან ფარულად, სხვადასხვა ქვეყნის გამოყენებით. აბა, რაღა უნდათ, ჩვენ რას გვესარჩლებიან ამ ყველაფრის შემდეგ?“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?