გასულ წელს, რუსეთში, ლატვიამ და პოლონეთმა ღვინის მასშტაბური ექსპორტი განახორციელეს - "ქართული ოცნებისთვის" ეს ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურია
შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირი ფარისევლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მაშინ, როცა საქართველოსგან რუსეთის სანქცირებას ითხოვდნენ, ლატვია და პოლონეთი რუსეთში ევროპული ღვინის რეექსპორტს ახორციელებენ.

ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურია მმართველი გუნდისთვის მონაცემები, რომლითაც ირკვევა, რომ გასულ წელს რუსეთში ლატვიამ და პოლონეთმა ღვინის მასშტაბური ექსპორტი განახორციელეს. რუსეთში ღვინის შეტანის სქემა ამერიკის ღვინის ეკონომიკის ასოციაციამ გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ლატვია და პოლონეთი ღვინოს სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან ყიდულობენ, მათ შორის, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, შემდეგ კი ღვინის, როგორც საკუთარი პროდუქციის ექსპორტს, რუსეთში ახორციელებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ თვითონ მშვენივრად გამოდიან გადამყიდველების როლშიც კი და სხვისი ღვინო გააქვთ რუსეთში.
თავმჯდომარის განმარტებით, არც ერთი ქვეყანა არ ერიდება ფულის კეთებას ომის დროს, მაშინ, როდესაც ზეპირად ამბობენ, თითქოს სრულად ჩამოშორდნენ რუსულ ბაზარს.
"ფარისევლობა ევროკავშირმა უნდა გერქვას შენ. აი ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვრჩა საბოლოო ჯამში ამ ყველაფრისგან. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ავყვეთ და შესაბამისობაში მოვიყვანოთ საგარეო პოლიტიკასთან ჩვენი საგარეო პოლიტიკური განაცხადი, რაც გულისხმობდა რუსეთის სანქციას და ყველამ კარგად იცოდა - არ გეგონოთ აქ ვინმე მიამიტი არის ევროკავშირში - ყველამ კარგად იცოდა, რომ როგორც კი საქართველო წავა ესკალაციის გზაზე რუსეთთან, ამას მოჰყვება საპასუხო ნაბიჯები და ეს საპასუხო ნაბიჯები ნიშნავს სრულ ჩაკეტვას ამ მიმართულების, რაც შესაბამის ზიანს მოუტანს ქვეყანას.
აღმოჩნდა, რომ თვითონ ძალიან მშვენივრად გადამყიდველების როლშიც კი გამოდიან და სხვისი ღვინო გააქვთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც თვითონ ღვინის წარმოება არ აქვთ. საქართველოს უსწრებდნენ, საქართველოსთან ახლოს არიან და ვხედავთ, რომ არც ერთი ქვეყანა არ ერიდება ფულის კეთებას ომის დროს, მაშინ, როდესაც ზეპირად ამბობენ, თითქოს სრულად ჩამოშორდნენ რუსულ ბაზარს.
ნუ, ჩვენ ამ ფარისევლობას არც თავიდან ავყოლილვართ. ჩვენ ვამბობდით, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესია გვქონდეს წვდომა, მათ შორის რუსულ ბაზარზე, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის სახით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ბიზნესის შემოსავლები იყოს მზარდი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ეკონომიკა იყოს მზარდი. ეს გვაძლევს საშუალებას გვქონდეს წვდომა იაფ ენერგორესურსებზე. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ფარისევლობა ევროკავშირმა უნდა გერქვას შენ. აი ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვრჩა საბოლოო ჯამში ამ ყველაფრისგან. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ავყვეთ და შესაბამისობაში მოვიყვანოთ საგარეო პოლიტიკასთან ჩვენი საგარეო პოლიტიკური განაცხადი, რაც გულისხმობდა რუსეთის სანქციას და ყველამ კარგად იცოდა - არ გეგონოთ აქ ვინმე მიამიტი არის ევროკავშირში - ყველამ კარგად იცოდა, რომ როგორც კი საქართველო წავა ესკალაციის გზაზე რუსეთთან, ამას მოჰყვება საპასუხო ნაბიჯები და ეს საპასუხო ნაბიჯები ნიშნავს სრულ ჩაკეტვას ამ მიმართულების, რაც შესაბამის ზიანს მოუტანს ქვეყანას. აღმოჩნდა, რომ თვითონ ძალიან მშვენივრად გადამყიდველების როლშიც კი გამოდიან და სხვისი ღვინო გააქვთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც თვითონ ღვინის წარმოება არ აქვთ. საქართველოს უსწრებდნენ, საქართველოსთან ახლოს არიან და ვხედავთ, რომ არც ერთი ქვეყანა არ ერიდება ფულის კეთებას ომის დროს, მაშინ, როდესაც ზეპირად ამბობენ, თითქოს სრულად ჩამოშორდნენ რუსულ ბაზარს. ნუ, ჩვენ ამ ფარისევლობას არც თავიდან ავყოლილვართ. ჩვენ ვამბობდით, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესია გვქონდეს წვდომა, მათ შორის რუსულ ბაზარზე, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის სახით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ბიზნესის შემოსავლები იყოს მზარდი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ეკონომიკა იყოს მზარდი. ეს გვაძლევს საშუალებას გვქონდეს წვდომა იაფ ენერგორესურსებზე. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.