პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სარჯველაძის თქმით, ფსიქოტროპულების გაცემაზე „გარკვეული შეღავათი“ გაჩნდება

რუსთავი 2

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების მხოლოდ ორკვირიანი მარაგით გამოწერის წესზე უახლოეს პერიოდში გარკვეული შეღავათი დაწესდება, თუმცა ეს სრული ლიბერალიზაცია არ იქნება.

სარჯველაძის თქმით, ფსიქოტროპულების გაცემაზე „გარკვეული შეღავათი“ გაჩნდება
ნეტგაზეთი

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა ფსიქოტროპული მედიკამენტების მხოლოდ ორკვირიანი მარაგით გამოწერის წესზე და თქვა, რომ „გარკვეული შეღავათი გაჩნდება“.

ახალი წესი პირველი აპრილიდან ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა:

სრულწლოვანი პაციენტისთვის – არაუმეტეს 14 დღის მარაგით;

ხოლო არასრულწლოვანისთვის – არაუმეტეს 30 დღის მარაგით;

ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს 5 დღის მარაგი;

გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს;

კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში.

სარჯველაძის თქმით, „დაახლოებით ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მივიღეთ გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლის

და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით. ახლა კომერციული ინტერესი ნაკლებად კარნახებს ვინმეს, რომ მეტი იყოს ამის მოხმარება“.

„უნდა ვთქვა, რომ ორკვირიან თემას რაც შეეხება, აქაც გარკვეული სიფრთხილით, გარკვეულ თავისუფლებას ამას გავაკეთებთ, უახლოეს დღეებში“, – თქვა სარჯველაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

მისი თქმით, მომზადებულია დოკუმენტი და „გარკვეული შეღავათი გაჩნდება“.

„ეს დოკუმენტაციაც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. გარკვეული შეღავათი გაჩნდება, თუმცა ეს ვერ იქნება აბსოლუტური ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის თქმით, 18 ფსიქოტროპული პრეპარატიდან უმრავლესობაზე ქვეყანაში გადახარჯვა და ნორმაზე ბევრად მაღალი მოხმარება ფიქსირდებოდა, ვიდრე ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაზღვრავს, თუმცა, ბოლო თვეების მონაცემებით, მოხმარება დასტაბილურდა და 18-დან 17 მედიკამენტზე მაჩვენებელი ჯანმო-ს დადგენილ ნორმებს დაუახლოვდა.

სარჯველაძე ამბობს, რომ გასული თვის მონაცემით, 17 მედიკამენტის მოხმარების რაოდენობა ნორმის ფარგლებში იყო, რაც მნიშვნელოვანი წარმატებაა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფომ ამ პროცესებზე დაკვირვებასა და მეთვალყურეობას მომავალშიც გააგრძელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ სარჯველაძე: ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგის რეგულაცია მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს დაუახლოვდა, თუმცა უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათები იგეგმება
  2. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სარჯველაძე: ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგის რეგულაცია მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს დაუახლოვდა, თუმცა უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათები იგეგმება
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიშეღავათი გაჩნდება, თუმცა არა აბსოლუტური ლიბერალიზაცია - სარჯველაძე ფსიქოტროპულ წამლებზე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფსიქოტროპული წამლების 14-დღიანმა რეგულაციამ მძიმე პაციენტები მედიკამენტების გარეშე დატოვა — „შაბათის ფორმულა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები