პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე: ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგის რეგულაცია მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს დაუახლოვდა, თუმცა უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათები იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგის გამოწერის რეგულაციაში უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათები იგეგმება, თუმცა აბსოლუტური ლიბერალიზაცია ვერ მოხდება.

მიხეილ სარჯველაძე: ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგის რეგულაცია მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს დაუახლოვდა, თუმცა უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათები იგეგმება
რუსთავი 2

"დაახლოებით ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მივიღეთ გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით. ახლა კომერციული ინტერესი ნაკლებად კარნახობს ვინმეს, რომ მეტი იყოს ამის მოხმარება," - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის აღნიშნული ინიციატივისა და დაწესებული მკაცრი რეგულაციების შედეგად, ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვა მკაცრ კონტროლს დაექვემდებარა, რამაც კომერციული ინტერესები შეზღუდა.

მინისტრის თქმით, 18 ფსიქოტროპული პრეპარატიდან უმრავლესობაზე ქვეყანაში გადახარჯვა და ნორმაზე ბევრად მაღალი მოხმარება ფიქსირდებოდა, ვიდრე ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაზღვრავს. თუმცა, ბოლო თვეების მონაცემებით, მოხმარება დასტაბილურდა და 18-დან 17 მედიკამენტზე მაჩვენებელი ჯანმო-ს დადგენილ ნორმებს დაუახლოვდა.

რაც შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტის 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესს, მინისტრის განმარტებით ამ გადაწყვეტილების დისკომფორტის მიუხედავად, მან ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგი მოუტანა.

"ეს დოკუმენტაციაც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. გარკვეული შეღავათი გაჩნდება, თუმცა ეს ვერ იქნება აბსოლუტური ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანი სიკეთე იქნა მიღწეული მათ შორის ამ რთული გადაწყვეტილებით, დისკომფორტული გადაწყვეტილებით, მაგრამ ძალიან დიდი სიკეთის მომტანი გადაწყვეტილების შედეგად," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის თქმით, სახელმწიფომ ამ პროცესებზე დაკვირვებასა და მეთვალყურეობას მომავალშიც გააგრძელებს, რათა ობიექტური საჭიროების მქონე პაციენტები ზედმეტად არ წუხდებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სარჯველაძე: ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგის რეგულაცია მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს დაუახლოვდა, თუმცა უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათები იგეგმება
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიშეღავათი გაჩნდება, თუმცა არა აბსოლუტური ლიბერალიზაცია - სარჯველაძე ფსიქოტროპულ წამლებზე
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურისარჯველაძის თქმით, ფსიქოტროპულების გაცემაზე „გარკვეული შეღავათი“ გაჩნდება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაახლოებით ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მივიღეთ გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით. ახლა კომერციული ინტერესი ნაკლებად კარნახობს ვინმეს, რომ მეტი იყოს ამის მოხმარება,“
„ეს დოკუმენტაციაც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. გარკვეული შეღავათი გაჩნდება, თუმცა ეს ვერ იქნება აბსოლუტური ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანი სიკეთე იქნა მიღწეული მათ შორის ამ რთული გადაწყვეტილებით, დისკომფორტული გადაწყვეტილებით, მაგრამ ძალიან დიდი სიკეთის მომტანი გადაწყვეტილების შედეგად,“
მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 40%-ითაა შემცირებული - მიხეილ სარჯველაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები