მიხეილ სარჯველაძე: ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგის რეგულაცია მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს დაუახლოვდა, თუმცა უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათები იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესში უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათები იგეგმება, თუმცა აბსოლუტური ლიბერალიზაცია არ მოხდება.

დაახლოებით ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მივიღეთ გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით. ახლა კომერციული ინტერესი ნაკლებად კარნახობს ვინმეს, რომ მეტი იყოს ამის მოხმარება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის აღნიშნული ინიციატივისა და დაწესებული მკაცრი რეგულაციების შედეგად, ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვა მკაცრ კონტროლს დაექვემდებარა, რამაც კომერციული ინტერესები შეზღუდა.
მინისტრის თქმით, 18 ფსიქოტროპული პრეპარატიდან უმრავლესობაზე ქვეყანაში გადახარჯვა და ნორმაზე ბევრად მაღალი მოხმარება დასტურდებოდა, ვიდრე ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაზღვრავს. თუმცა, ბოლო თვეების მონაცემებით, მოხმარება დასტაბილურდა და 18-დან 17 მედიკამენტზე მაჩვენებელი ჯანმოს დადგენილ ნორმებს დაუახლოვდა.
რაც შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტის 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესს, მინისტრის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების დისკომფორტის მიუხედავად, მან ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგი მოუტანა.
„ეს დოკუმენტაციაც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. გარკვეული შეღავათი გაჩნდება, თუმცა ეს ვერ იქნება აბსოლუტური ლიბერალიზაცია ამ მხრივ. მნიშვნელოვანი სიკეთე იქნა მიღწეული ამ რთული გადაწყვეტილებით, დისკომფორტული გადაწყვეტილებით, მაგრამ ძალიან დიდი სიკეთის მომტანი გადაწყვეტილების შედეგად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო ამ პროცესებზე დაკვირვებასა და მეთვალყურეობას მომავალშიც გააგრძელებს, რათა ობიექტური საჭიროების მქონე პაციენტები ზედმეტად არ წუხდებოდნენ.
ციტატები სტატიიდან
„ეს დოკუმენტაციაც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. გარკვეული შეღავათი გაჩნდება, თუმცა ეს ვერ იქნება აბსოლუტური ლიბერალიზაცია ამ მხრივ. მნიშვნელოვანი სიკეთე იქნა მიღწეული ამ რთული გადაწყვეტილებით, დისკომფორტული გადაწყვეტილებით, მაგრამ ძალიან დიდი სიკეთის მომტანი გადაწყვეტილების შედეგად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.