ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 40%-ითაა შემცირებული - მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეფერენტული ფასების დანერგვის შედეგად 7 000-მდე მნიშვნელოვან მედიკამენტზე საბაზრო ღირებულება დაახლოებით 40%-ით შემცირდა.

მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 40%-ითაა შემცირებული - მიხეილ სარჯველაძე
მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 40%-ითაა შემცირებული - მიხეილ სარჯველაძერუსთავი 2

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებოთ, 7000-მდე ბაზისურ და სასიცოცხლოს მნიშვნელოვან მედიკამენტზე ფასები რეგულირებულია.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" საუბრის დროს განაცხადა, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასი თითქმის განახევრებულია.

"დანერგილი პროგრამა, რომელიც ეხება რეფერენტულ ფასებს, უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო, იმიტომ, რომ 7 000 დასახელებაზე რეგულირებულია ფასი და არის ზუსტად ისეთი, როგორც რეფერენტულ ქვეყნებს უწოდებთ.

ოთხი ქვეყანაა აღებული, დაახლოებით იგივე პარამეტრების მქონე, როგორიც საქართველოა, იქ ვნახულობთ ფასებს და იმის მიხედვით დგინდება იგივე ფასი საქართველოში. ეს არის ობიექტური, სამართლიანი ფასია ამ 7 000 მედიკამენტისთვის.

ყველა მნიშვნელოვან, ბაზისურ მედიკამენტზე ფასი რეგულირებულია. თუმცა რეფერენტული ფასების განსაზღვრა ამით არ ამოწურულა, ეს პროცესი მიმდინარეა. წელიწადში ორჯერ ხდება სიების განახლება.

პერიოდულად შეიძლება რაღაცას ღირებულების გაზრდა დასჭირდეს, რადგან შეიძლება, თავად მწარმოებელმა ქარხანამ გააძვიროს რაღაც, ზოგჯერ პირიქით, შეიძლება შემცირებადი იყოს, მაგრამ თვისობრივი დიდი მერყეობები არ ყოფილა.

ყველაზე ავტორიტეტულმა მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ ასეთი ტიპის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულება საქართველოში, დაახლოებით, 40%-ითაა შემცირებული. 40% თითქმის განახევრებას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. პროცესი გრძელდება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაზეც, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება.

"არავინ ახსენებს, რომ მაგალითად ქრონიკული დაავადებებისათვის საჭირო მედიკამენტების პროგრამა აქვს სახელმწიფოს. მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც არის პენსიონერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველები, მათთვის არის გათვალისწინებული ძირითად, უმნიშვნელოვანეს მედიკამენტზე, რამდენიმე ქრონიკული დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტზე აბსოლუტურად უფასო ხელმისაწვდომობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად შეიძლება ესაჭიროებოდეთ", - აღნიშნა მინისტრმა.

სარჯველაძის თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სია პერიოდულად ფართოვდება, ემატება ახალი დაავადებები და იზრდება ბენეფიციართათვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარისხი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დანერგილი პროგრამა, რომელიც ეხება რეფერენტულ ფასებს, უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო, იმიტომ, რომ 7 000 დასახელებაზე რეგულირებულია ფასი და არის ზუსტად ისეთი, როგორც რეფერენტულ ქვეყნებს უწოდებთ. ოთხი ქვეყანაა აღებული, დაახლოებით იგივე პარამეტრების მქონე, როგორიც საქართველოა, იქ ვნახულობთ ფასებს და იმის მიხედვით დგინდება იგივე ფასი საქართველოში. ეს არის ობიექტური, სამართლიანი ფასია ამ 7 000 მედიკამენტისთვის. ყველა მნიშვნელოვან, ბაზისურ მედიკამენტზე ფასი რეგულირებულია. თუმცა რეფერენტული ფასების განსაზღვრა ამით არ ამოწურულა, ეს პროცესი მიმდინარეა. წელიწადში ორჯერ ხდება სიების განახლება. პერიოდულად შეიძლება რაღაცას ღირებულების გაზრდა დასჭირდეს, რადგან შეიძლება, თავად მწარმოებელმა ქარხანამ გააძვიროს რაღაც, ზოგჯერ პირიქით, შეიძლება შემცირებადი იყოს, მაგრამ თვისობრივი დიდი მერყეობები არ ყოფილა. ყველაზე ავტორიტეტულმა მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ ასეთი ტიპის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულება საქართველოში, დაახლოებით, 40%-ითაა შემცირებული. 40% თითქმის განახევრებას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. პროცესი გრძელდება“
მიხეილ სარჯველაძე
„არავინ ახსენებს, რომ მაგალითად ქრონიკული დაავადებებისათვის საჭირო მედიკამენტების პროგრამა აქვს სახელმწიფოს. მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც არის პენსიონერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველები, მათთვის არის გათვალისწინებული ძირითად, უმნიშვნელოვანეს მედიკამენტზე, რამდენიმე ქრონიკული დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტზე აბსოლუტურად უფასო ხელმისაწვდომობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად შეიძლება ესაჭიროებოდეთ“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?