გიორგი გაბუნია - რასაც ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ვხედავთ, ვიწრო პოლიტიკური აზროვნების შედეგია - ეს ევროკავშირისთვის არის დამაზიანებელი და არა საქართველოსთვის, ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, ევროკავშირი არა და ეს მათი არჩევანია
დეპუტატ გიორგი გაბუნიას მტკიცებით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა თავად ევროკავშირს აზიანებს და არა საქართველოს. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის.

პროცესი, რომელსაც ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ვხედავთ, კლასიკური ვიწრო პოლიტიკური აზროვნების შედეგია - ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც დღეს ევროკავშირს მართავს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ჩიხში შეიყვანეს ევროკავშირი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება.
მისივე თქმით, ის პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს, თავად ევროკავშირისთვის არის დამაზიანებელი და არა საქართველოსთვის.
გაბუნია ასევე აღნიშნავს, რომ ქართული მხარე მზადაა თანამშრომლობისთვის და დისკუსიისთვის, თუმცა თავად ევროკავშირი არ არის მზად ამ პროცესისთვის.
„საქართველო ვერ დააზარალეს ამ პოლიტიკური წნეხით. პირიქით, ზარალდებიან თავად. ჩვენ ვხედავთ როგორი რეცესია აქვთ ეკონომიკაში, იმ პირობებში, როდესაც ეს პოლიტიკური ისტებლიშმენტი მუდმივად, ჯიუტად ცდილობს გააგრძელოს ის პოლიტიკური კურსი, რომელსაც ევროკავშირი მიჰყავს განადგურებამდე. საქართველომ განაგრძო და მუდმივად აგრძელებს განვითარებას, საქართველო ვერ დაზიანდა ამ პოლიტიკური ზეწოლის შედეგად. შესაბამისად, ის პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს, თავად ევროკავშირისთვის არის დამაზიანებელი და არა საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, დისკუსიისთვის, ურთიერთობისთვის, მაგრამ თავად ევროკავშირი არ არის მზად ამ პროცესისთვის. თავად არიან აცდენილი ევროპულ ღირებულებებს, ეს მათი არჩევანია. საქართველო განაგრძობს მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებას და ეროვნული ინტერესების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის გზაზე, ვერავინ შეგვაჩერებს," - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ იქნებიან წარმოდგენილი. გამომსვლელთა სიას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა”, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ იქნებიან.
ციტატები სტატიიდან
„საქართველო ვერ დააზარალეს ამ პოლიტიკური წნეხით. პირიქით, ზარალდებიან თავად. ჩვენ ვხედავთ როგორი რეცესია აქვთ ეკონომიკაში, იმ პირობებში, როდესაც ეს პოლიტიკური ისტებლიშმენტი მუდმივად, ჯიუტად ცდილობს გააგრძელოს ის პოლიტიკური კურსი, რომელსაც ევროკავშირი მიჰყავს განადგურებამდე. საქართველომ განაგრძო და მუდმივად აგრძელებს განვითარებას, საქართველო ვერ დაზიანდა ამ პოლიტიკური ზეწოლის შედეგად. შესაბამისად, ის პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს, თავად ევროკავშირისთვის არის დამაზიანებელი და არა საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, დისკუსიისთვის, ურთიერთობისთვის, მაგრამ თავად ევროკავშირი არ არის მზად ამ პროცესისთვის. თავად არიან აცდენილი ევროპულ ღირებულებებს, ეს მათი არჩევანია. საქართველო განაგრძობს მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებას და ეროვნული ინტერესების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის გზაზე, ვერავინ შეგვაჩერებს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.