პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი გაბუნია – ევროკავშირი ემსგავსება გაერთიანებას, სადაც აბსოლუტურად კოლონიური და იმპერიული აზროვნება იმარჯვებს, სადაც არ გექნება არცერთი ბერკეტი შენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის

დეპუტატ გიორგი გაბუნიას მტკიცებით, ევროკავშირი ემსგავსება გაერთიანებას, სადაც კოლონიური და იმპერიული აზროვნება იმარჯვებს და პატარა სახელმწიფოებს ეროვნული ინტერესების დასაცავად ბერკეტი აღარ ექნებათ.

გიორგი გაბუნია – ევროკავშირი ემსგავსება გაერთიანებას, სადაც აბსოლუტურად კოლონიური და იმპერიული აზროვნება იმარჯვებს, სადაც არ გექნება არცერთი ბერკეტი შენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის
პირველი არხი

ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება იმიტომ გვინდოდა, რომ გვსურდა მეტი კეთილდღეობა, მეტი უსაფრთხოება და ის, რომ ჩვენს ქვეყანას, რომელიც მასშტაბითა და ზომით პატარა სახელმწიფოა, ჰქონოდა საკუთარი ღირსეული ხმა იმ დიდ ოჯახში, რომლისკენაც მივილტვოდით, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

გაბუნიას თქმით, ახლა ევროკავშირი ემსგავსება ისეთ გაერთიანებას, სადაც აბსოლუტურად კოლონიური და იმპერიული აზროვნება იმარჯვებს.

„სწორედ ასეთ გაერთიანებას ემსგავსება ევროკავშირი, სადაც შენ არ გექნება გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება, საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და არცერთი ბერკეტი იმისთვის, რომ შენი ეროვნული ინტერესები დაიცვა. გამოდის, რომ შენ ხარ გუბერნია, შენ ხარ კოლონია და რაც უნდა გიკარნახონ, ის უნდა შეასრულო. ჩვენ რატომ გამოვედით საბჭოთა კავშირიდან? საბჭოთა კავშირშიც იგივე ხდებოდა – რასაც გეტყოდნენ, ის უნდა გაგეკეთებინა.

ევროკავშირის მთავარი სიკეთე ის იყო, რომ ყველა სახელმწიფოს თანაბარი ხმა ჰქონდა და ნებისმიერ სახელმწიფოს შეეძლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა. როდესაც დღეს ევროკავშირი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც პატარა სახელმწიფოები არაფერს ნიშნავს და ჩვენ, სამი თუ ოთხი დიდი ქვეყანა რასაც ვიტყვით, ის უნდა გააკეთონ, სწორედ ეს არის კოლონიური დამოკიდებულება“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის უფრო მკაცრი დამცავი მექანიზმების შემოღებას განიხილავს, მათ შორისაა წევრი სახელმწიფოსთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობაც. ამ მექანიზმების ამოქმედების პირველი კანდიდატი მონტენეგროა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ეს მექანიზმები, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობა, არ ექვემდებარება განხილვასა თუ ცვლილებას.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გიორგი გაბუნია – საქართველოსადმი ევრობიუროკრატთა დამოკიდებულება არაჯანსაღია, შეიძლება, ქვეყანას მოექცე, როგორც სათამაშოს? უნდოდათ, გეოპოლიტიკური სათამაშო იარაღი ვყოფილიყავითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები