პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე: სწორი ეკონომიკური პოლიტიკა იძლევა პენსიის დაგეგმილზე მეტად ზრდის შესაძლებლობას

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა პენსიის დაგეგმილზე მეტად გაზრდის რესურსს ქმნის, ხოლო ოპოზიციის გამოსვლები პოპულისტური და საფრთხის შემცველია.

მიხეილ სარჯველაძე: სწორი ეკონომიკური პოლიტიკა იძლევა პენსიის დაგეგმილზე მეტად ზრდის შესაძლებლობას
იმედინიუსი

სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი იძლევა ყოველწლიურად პენსიის მატების შესაძლებლობას. ერთია, რომ საკანონმდებლო გარანტია არსებობს პენსიისა და სოციალური უზრუნველყოფის ზრდისთვის და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იზრდება ხშირ შემთხვევაში იმაზე მეტად, ვიდრე ეს საკანონმდებლო ვალდებულებითაა გათვალისწინებული. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ჩნდება დამატებითი რესურსი და ის აბსოლუტურად გონივრულად ხმარდება მათ შორის იმ მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებს, ვისაც შესაძლოა, ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდეს, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრმა, 1-ელი იანვრიდან, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით.

მიხეილ სარჯველაძე აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ხშირ შემთხვევაში, მათი გამოსვლები პოპულისტურია და რეალობასთან კავშირი არ აქვს.

„ქვეყნის ეკონომიკას უნდა ჰქონდეს ასეთი ხარჯების ზიდვის შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში ეს გახდება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. უპასუხისმგებლოდ არასწორი დაპირებების გაცემა და გადაწყვეტილებების პროვოცირებაა შეიძლება ძალიან დიდი საფრთხეების შემცველი იყოს“ , - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება შესაძლებელი, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს - მიხეილ სარჯველაძე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქვეყნის ეკონომიკას უნდა ჰქონდეს ასეთი ხარჯების ზიდვის შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში ეს გახდება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. უპასუხისმგებლოდ არასწორი დაპირებების გაცემა და გადაწყვეტილებების პროვოცირებაა შეიძლება ძალიან დიდი საფრთხეების შემცველი იყოს“
მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე: „საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები