პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯანდაცვის მინისტრი: პენსია შთამბეჭდავი მოცულობით იზრდება

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ასაკობრივი პენსია შთამბეჭდავი ტემპით იზრდება, რაც მან მაღალ ეკონომიკურ ზრდას დაუკავშირა. ბიუჯეტის პროექტის კორექტირებით, 70 წლამდე პირთა პენსია 20-ის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება.

ჯანდაცვის მინისტრი: პენსია შთამბეჭდავი მოცულობით იზრდება
ნეტგაზეთი

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ასაკობრივი პენსია საკმაოდ დიდი მოცულობით და შთამბეჭდავი ტემპით იზრდება, მან ამის შესახებ განცხადება ტვ იმედის ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ჩართივსას გააკეთა.

მიხეილ სარჯველაძემ 70 წლამდე პირების 20-ის ნაცვლად პენსიის 45 ლარით ზრდა მაღალ ეკონომიკირ ზრდას დაუკავშირა. მანვე ხელისუფლების პოლიტკა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა რომ წლიდან წლამდე სოციალური პროექტების მხარდაჭერისთვის უკეთესი შესაძლებლობები ჩნდება.

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, რომელიც პარლამენტს განსახილველად 30 სექტემბერს გადაეცა, 70 წლამდე პირების ასაკობრივი პენსია 20 ლარით, 370-დან 390 ლარამდე ეზრდებოდათ. გადაწყვეტილებას მომატებული თანხის სიმცირის გამო კრიტიკა მოჰყვა. 12 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 70 წლამდე პირების პენსია 20-ის ნაცვლად, 45 ლარით 415 ლარამდე გაიზრდებოდა. 70 წლისა და უფროსი ასაკის პირებს ცვლილება არ შეხებიათ, მათი პენსია 60 ლარით, 495-დან 555 ლარამდე იზრდება.

პენსიის ზრდაზე კომენტარი, პარლამენტარმა პაატა კვიჟინაძემაც გააკეთა, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ დეპუტატის ხელფასი 1080 ლარით გაიზარდა, ეს ბიუჯეტს ₾1.3 მლნ ლარი დაუჯდება, პენსიის ყოველი 1 ლარით მატება კი ₾11 მლნ.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება შესაძლებელი, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს - მიხეილ სარჯველაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები