ანა წითლიძე ოპოზიციის აქციაზე მომხარ დაპირისპირებაზე: ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში?
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ოპოზიციის აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს: „ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?!“.

ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! , - ასე გამოეხმაურა ოპოზიციის აქციაზე მომხარ დაპირისპირებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანა წითლიძე აღნიშნავს, კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს ყველამ ერთობის დამრღვევთა ნამდვილი სახე.
„მე მაინტერესებს, აი, ამ დიდებულ და ამაღელვებელ დღეს, როდესაც ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძოლისთვის მზად არის, ვის მოუვიდა აზრად ამ პლაკატების დაბეჭდვა და შემდეგ აქციაზე მოტანა?!
ვინ გადაწყვიტა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა?
ანუ, გიგი წერეთელს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ამ ქვეყანაში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს?
ან იქნებ დღეს აქციაზე გიგი წერეთლის უფრო მეტი მხარდამჭერი იდგა, ვიდრე ენმ-სი?
ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?!
მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში?
ძალიან სირცხვილია!
მე პირადად არაფერი მიკვირს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს ყველამ ერთობის დამრღვევთა ნამდვილი სახე“, - წერს იგი და აქვეყნებს ოპოზციის აქციაზე მიტანილ პლაკატს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილია ასახული წარწერით: „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…