ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება შესაძლებელი, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს - მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიუჯეტის დაგეგმვის შედეგად პენსიის ყოველწლიური ზრდა შესაძლებელი ხდება, ხოლო ხელისუფლების გადაწყვეტილების კრიტიკის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება შესაძლებელი, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს - მიხეილ სარჯველაძე
სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება შესაძლებელი, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს - მიხეილ სარჯველაძერუსთავი 2

"სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება დამატებითი ფინანსური რესურსები, ეს ფინანსური რესურსები აბსოლუტურად გონივრულად ხმარდება, მათ შორის, იმ მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებს, რომელსაც შეიძლება ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდეთ", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გაზრდილ პენსიებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" საუბრის დროს განაცხადა, აღნიშნული თვალსაზრისით, ხელისუფლების გადაწყვეტილების კრიტიკის არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

"ბიუჯეტი სწორად რომ იგეგმება, ამიტომაც არის შესაძლებელი, რომ საქართველოში, ბოლო ხნის განმავლობაში ყოველწლიურად [გაიზარდოს პენსია]. ერთი მხრივ, საკანონმდებლო გარანტია არსებობს, რომ პერიოდულად პენსია და სოციალური უზრუნველყოფა გაიზარდოს, მეორეს მხრივ, ხშირად იზრდება იმაზე მეტად, ვიდრე საკანონმდებლო ვალდებულებითაა გათვალისწინებული.

სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება დამატებითი ფინანსური რესურსები, ეს ფინანსური რესურსები აბსოლუტურად გონივრულად ხმარდება, მათ შორის, იმ მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებს, რომელსაც შეიძლება ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდეთ. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების გადაწყვეტილების კრიტიკის არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

წელს, საბედნიეროდ, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო კონკრეტულ სეგმენტზე 45 ლარით ზრდა, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა, თუმცა ამაზეც ვნახეთ, რა ხდებოდა - არასწორია ასეთი განცხადებები.

ყველამ კარგად იცის, რომ პირველ და მეორე წარდგენის პროცესში [ბიუჯეტის კანონპროექტის] ჩნდება შესაძლებლობა, წლის ბოლოა, ჩნდება წლიური შედეგები, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ დაიგეგმოს მომავალი წლის ბიუჯეტი და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ, როგორი შეიძლება იყოს იანვრიდან მომდევნო წლის საბიუჯეტო ხარჯი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება დამატებითი ფინანსური რესურსები, ეს ფინანსური რესურსები აბსოლუტურად გონივრულად ხმარდება, მათ შორის, იმ მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებს, რომელსაც შეიძლება ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდეთ“
„ბიუჯეტი სწორად რომ იგეგმება, ამიტომაც არის შესაძლებელი, რომ საქართველოში, ბოლო ხნის განმავლობაში ყოველწლიურად [გაიზარდოს პენსია]. ერთი მხრივ, საკანონმდებლო გარანტია არსებობს, რომ პერიოდულად პენსია და სოციალური უზრუნველყოფა გაიზარდოს, მეორეს მხრივ, ხშირად იზრდება იმაზე მეტად, ვიდრე საკანონმდებლო ვალდებულებითაა გათვალისწინებული. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება დამატებითი ფინანსური რესურსები, ეს ფინანსური რესურსები აბსოლუტურად გონივრულად ხმარდება, მათ შორის, იმ მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებს, რომელსაც შეიძლება ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდეთ. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების გადაწყვეტილების კრიტიკის არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს. წელს, საბედნიეროდ, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო კონკრეტულ სეგმენტზე 45 ლარით ზრდა, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა, თუმცა ამაზეც ვნახეთ, რა ხდებოდა - არასწორია ასეთი განცხადებები. ყველამ კარგად იცის, რომ პირველ და მეორე წარდგენის პროცესში [ბიუჯეტის კანონპროექტის] ჩნდება შესაძლებლობა, წლის ბოლოა, ჩნდება წლიური შედეგები, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ დაიგეგმოს მომავალი წლის ბიუჯეტი და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ, როგორი შეიძლება იყოს იანვრიდან მომდევნო წლის საბიუჯეტო ხარჯი“
მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?