ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე: „საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებსა და პენსიის ზრდაზე მეტი რესურსი მიიმართოს. მინისტრის თქმით, ეს ხელისუფლების სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგია.

მიხეილ სარჯველაძე: „საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“
მიხეილ სარჯველაძე: „საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“POSTV

„საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, სწორედ აქ ჩანს ხელისუფლების სწორი და ეფექტური მუშაობა: ყველაფერი იგეგმება და ხორციელდება იმგვარად, რომ წლიდან წლამდე რჩება შესაძლებლობა, იმ ადამიანების საჭიროებებზე, რომლებსაც სოციალური მხარდაჭერა სჭირდებათ, უფრო მეტი რესურსი მიიმართოს.

„პენსიის ზრდის შესაძლებლობა გააჩინა მიმდინარე ეკონომიკურმა განვითარებამ, წინსვლამ და იმ მაჩვენებლებმა, რომლებიც საბიუჯეტო პროცესს აქვს. ბუნებრივია, ეს უაღრესად დიდი მნიშვნელობის გარემოებაა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავად ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულება უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, წლიდან წლამდე მეტი განვითარებისა და ეფექტის მისაღწევად.

თუ ერთ წელიწადს დავხარჯავთ ყველა თანხას, ბუნებრივია, იქ აღარ დარჩება შესაძლებლობა განვითარებაზე ზრუნვისთვის და ა. შ. ამიტომ ყველა ეს საკითხი აბსოლუტურად სწორად არის შეფასებული და გათვლილი. ეს ხელისუფლების წარმატებული მუშაობის ერთ-ერთი ნაწილია: ყველაფერი იგეგმება და ხორციელდება იმგვარად, რომ წლიდან წლამდე რჩება შესაძლებლობა, იმ ადამიანების საჭიროებებზე, რომლებსაც სოციალური მხარდაჭერა სჭირდებათ, უფრო მეტი რესურსი მიიმართოს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის ერთ-ერთი გამოხატულება პენსიის ზრდაცაა. საკმაოდ დიდი თანხის მობილიზებაა საჭირო იმისთვის, რომ საპენსიო დაფინანსება გაზრდილი მოცულობით განხორციელდეს. საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“
მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?