მიხეილ სარჯველაძე: საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და საბიუჯეტო პროცესი სოციალურ პროექტებზე, მათ შორის პენსიების ზრდაზე, უფრო მეტი რესურსის მიმართვის საშუალებას იძლევა.

საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, სწორედ აქ ჩანს ხელისუფლების სწორი და ეფექტური მუშაობა: ყველაფერი იგეგმება და ხორციელდება იმგვარად, რომ წლიდან წლამდე რჩება შესაძლებლობა, იმ ადამიანების საჭიროებებზე, რომლებსაც სოციალური მხარდაჭერა სჭირდებათ, უფრო მეტი რესურსი მიიმართოს.
„პენსიის ზრდის შესაძლებლობა გააჩინა მიმდინარე ეკონომიკურმა განვითარებამ, წინსვლამ და იმ მაჩვენებლებმა, რომლებიც საბიუჯეტო პროცესს აქვს. ბუნებრივია, ეს უაღრესად დიდი მნიშვნელობის გარემოებაა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავად ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულება უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, წლიდან წლამდე მეტი განვითარებისა და ეფექტის მისაღწევად.
თუ ერთ წელიწადს დავხარჯავთ ყველა თანხას, ბუნებრივია, იქ აღარ დარჩება შესაძლებლობა განვითარებაზე ზრუნვისთვის და ა. შ. ამიტომ ყველა ეს საკითხი აბსოლუტურად სწორად არის შეფასებული და გათვლილი. ეს ხელისუფლების წარმატებული მუშაობის ერთ-ერთი ნაწილია: ყველაფერი იგეგმება და ხორციელდება იმგვარად, რომ წლიდან წლამდე რჩება შესაძლებლობა, იმ ადამიანების საჭიროებებზე, რომლებსაც სოციალური მხარდაჭერა სჭირდებათ, უფრო მეტი რესურსი მიიმართოს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის ერთ-ერთი გამოხატულება პენსიის ზრდაცაა. საკმაოდ დიდი თანხის მობილიზებაა საჭირო იმისთვის, რომ საპენსიო დაფინანსება გაზრდილი მოცულობით განხორციელდეს. საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ციტატები სტატიიდან
„პენსიის ზრდის შესაძლებლობა გააჩინა მიმდინარე ეკონომიკურმა განვითარებამ, წინსვლამ და იმ მაჩვენებლებმა, რომლებიც საბიუჯეტო პროცესს აქვს. ბუნებრივია, ეს უაღრესად დიდი მნიშვნელობის გარემოებაა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავად ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულება უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, წლიდან წლამდე მეტი განვითარებისა და ეფექტის მისაღწევად. თუ ერთ წელიწადს დავხარჯავთ ყველა თანხას, ბუნებრივია, იქ აღარ დარჩება შესაძლებლობა განვითარებაზე ზრუნვისთვის და ა. შ. ამიტომ ყველა ეს საკითხი აბსოლუტურად სწორად არის შეფასებული და გათვლილი. ეს ხელისუფლების წარმატებული მუშაობის ერთ-ერთი ნაწილია: ყველაფერი იგეგმება და ხორციელდება იმგვარად, რომ წლიდან წლამდე რჩება შესაძლებლობა, იმ ადამიანების საჭიროებებზე, რომლებსაც სოციალური მხარდაჭერა სჭირდებათ, უფრო მეტი რესურსი მიიმართოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის ერთ-ერთი გამოხატულება პენსიის ზრდაცაა. საკმაოდ დიდი თანხის მობილიზებაა საჭირო იმისთვის, რომ საპენსიო დაფინანსება გაზრდილი მოცულობით განხორციელდეს. საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.